Origanum vulgare: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (2) using AWB
ხაზი 7:
შემცველი ნივთიერებები და გამოყენება. თავშავა ითვლება იტალიური სამზარეულოს ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკმაზ–სანელებლად, მაგრამ თვით იტალიაში იგი ნაკლებად გავრცელებულია. თავშავა გამოიყენება პიცის, პამიდვრიანი კერძებისა და შემწვარ–მოხრაკულების შესაკმაზად.
თავშავა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, მისი ეთერზეთი იხმარება პარფიუმერულ წარმოებაში.
განოყიერება. რამდენადაც თავშავა რამოდენიმერამდენიმე წლით იკავებს მინდორს, თესვამდე ნიადაგი ჭარბად საჭიროებს ნაკელით მომარაგებას (300-400 ტონა ჰექტარზე). ნორმალურად უზრუნველყოფილი ნიადაგი სავარაუდოდ საჭიროებს 60 კგ აზოტს, 80 კგ P2O5-სა და 100 კგ K2O-ს ჰექტარზე. აზოტი მიეწოდება ნაწილ–ნაწილ პარტიებად ვეგეტაციის დაწყების და ყოველი ჭრის შემდეგ.
მოყვანა. შესაძლებელია ღია გრუნტში დათესვა, აპრილის ბოლო რიცხვებიდან, სათესი ნორმა 4-5 კგ ჰა. გაღივებისუნარიანობა შეზღუდულია 2-3 წლით. დათესვიდან გაღივების უნარს ინარჩუნებს ერთი თვის მანძილზე. თესლი ღივდება სინათლეზე. შესაძლებელია მოყვანა ორანჟერეაში თებერვლიდან, 16 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე. 1 გრამი თესლი იძლევა დაახლოებით 1000 მცენარეს. მინდორზე დარგვა ხდება 50X30 სმ კვების არით. გამრავლება ღეროების გაყოფის გზით, უმჯობესია მოხდეს გაზაფხულზე. აღნიშნული გზით გამრავლების შემთხვევაში მოსავალი ვეგეტაციის პირველ წელს უკვე უფრო მაღალია.
რამდენადაც თავშავა რამოდენიმერამდენიმე წლით აკავებს მინდორს, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და მისი ასეთი გზით გასუფთავება.
სარეველა მცენარეებთან ბრძოლის მიზნით საჭიროა ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდის გამოყენება.
დაავადებები და მავნებლები. ჩვენს კლიმატურ ზონაში თითქმის არ შეიმჩნევა რაიმე დაავადება თუ მავნე მწერები. სხვა რეგიონებში შემჩნეული იქნა იონჯას მოზაიკური ვირუსი, აგრეთვე პეპლების, ოთხფეხა ტკიპების სხვადასხვა ჭუპრები და ნამდვილი ნაცარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Origanum_vulgare“-დან