აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დასუფთავების სამსახური, replaced: † → გ. using AWB)
'''აბუსერისძენი''', XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის [[ერისთავი]] იოანე აბუსერისძე [[ბაგრატ IV|ბაგრატ IV-ის]] მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან [[კლარჯეთი|კლარჯეთისა]] (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ [[არტანუჯი]], შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავები]]. XIV საუკუნეში ცნობილია [[ამირსპასალარი]] ივანე აბუსერისძე (გ. [[1355]]). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგის]] დიდებულთა სიაში.
 
 
== ლიტერატურა ==
* ''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 47, თბ., 1975
*აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]