ტრუბადური (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პუნქტუაცია
ხაზი 1:
{{სტილი}}
[[ფაილი:Verdi.jpg|thumb|ჯუზეპე ვერდი]]
'''ტრუბადური''' ([[იტალ.]] ''{{lang-it|Il trovatore''}}) — [[ჯუზეპე ვერდი|ჯუზეპე ვერდის]] 4 -მოქმედებიანი ოპერა, დაწერილი [[სალვადორე კამარანო|სალვადორე კამარანოს]] ლიბრეტოზე. პრემიერა [[1853]] წლის 19 იანვარს შედგა [[რომი|რომის]] თეატრ «[[თეატრი აპოლო|აპოლოში]]». «[[ტრავიატა (ოპერა)|ტრავიატასთან]]» და «[[რიგოლეტო (ოპერა)|რიგოლეტოსთან]]» ერთად «ტრუბადური» ვერდის ერთ–ერთერთ-ერთ დიდ ნამუშევრად ითვლება, რომელიც [[1850]]–იან-იან წლებში შექმნა.
 
 
== შექმნის ისტორია ==
ვერდიმ ამ ოპერის დაწერა «[[ლუიზა მილერი (ოპერა)|ლუიზა მილერის]]» დამთავრებისთანავე ჩაიფიქრა. [[1850]] წლის 2 იანვარს გაგზავნილ წერილში, იგი კამარანოს თხოვს, რომ დაწეროს ლიბრეტო ესპანელი დრამატურგის [[ადრიანო გარსია გუტერესა|ადრიანო გარსია გუტერესას]] ([[1813]]―[[1884]]) დრამაზე «[[ტრუბადური (დრამა)|ტრუბადური]]». კამარანოს მაშინვე არ უპასუხია, ვინაიდან მას აწუხებდა სიუჟეტი, რომელსაც ფიქრობდა რომ ცენზურა ამორალურად ჩათვლიდა. ამავე დროს ვერდი [[1851]] წელს ამთავრებს რიგოლეტოზე მუშაობას, კვლავ სთხოვს კამარანოს პასუხს. საბოლოოდ [[1851]] წლის აპრილში კამარანო უგზავნის კომპოზიტორს ლიბრეტოს ერთ ვარიანტს, მაგრამ ვერდის იგი არ მოსწონს. ახალ ტექსტზე მუშაობის დასრულება კამარანომ ვერ მოასწრო, რადგან [[1852]] წლის ზაფხულში იგი გარდაიცვალა და დანატოვარი სამუშაოს შესრულება საკუთარ თავზე პოეტმა ლეონე ბარდარემ აიღო. თავისი მეგობრის, კამარანოს სიკვდილით შეძრწუნებული ვერდი მაინც აგრძელებს ოპერის წერას და მასზე მუშაობას [[1852]] წლის ბოლოს ამთავრებს.
 
== მოქმედი პირები ==
ხაზი 31:
| [[სოპრანო]]
|-
| რუისი, მანრიკოს მეგობარი
| [[ტენორი]]
|-
| მოხუცი ბოშა
| [[ბასი (ხმა)|ბასი]]
|-
ხაზი 49:
=== მოქმედება პირველი «დუელი» ===
 
'''სურათი პირველი.''' ახალგაზრდა გრაფ დი ლუნას ციხე–სიმაგრისციხე-სიმაგრის საგუშაგო. ფერნანდო, საგუშაგოს ოფიცერი აღვიძებს მძინარე გუშაგებს. ის აფრთხილებს მათ, რომ შესაძლებელია გრაფმა წაუსწროს, რომელიც ხშირად დაეხეტება ღამით, ჰერცოგინია ლეონორას ფანჯრის ქვეშ. გუშაგები სთხოვენ ფერნანდოს მოყვეს საიდუმლო ისტორიას გრაფის ძმაზე. ფერნანდომ რათა გამოაფხიზლოს ისინი, სიამოვნებით თანხმდება და იწყებს თხრობას.
 
«მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე–სიმაგრეშიციხე-სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროიდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ». ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.
 
'''სურათი მეორე.''' ლეონორას ბაღი. ღამეა. ლეონორა მოუთმენლად ელოდება თავის საყვარელს, ტრუბადურ მონრიკოს. ის უყვება თავის მეგობარ ინესს მათ სიყვარულზე. უკანასკნელ სასიმღერო შეჯიბრზე მან ყველა კონკურენტს აჯობა და ახლა ყოველ ღამით უმღერის მას ფანჯრებთან. ინესი ურჩევს ლეონორას შეეშვას ამ გატაცებას, ვინაიდან წინათგრძნობა ეუბნება, რომ იგი დაღუპავს მას. გოგონები მიდიან ციხე–სიმაგრეშიციხე-სიმაგრეში. ტევრის მდუმარებას ტრუბადურის სერენადა არღვევს. გაიგონა რა სერენადა, ბაღში შედის დი ლუნა, ლეონორაზე შეყვარებული. სიბნელეში ლეონორა გრაფს სანატრელ ტრუბადურად აღიქვამს და გამოირბენს მის შესახვედრად, მაგრამ ღრუბლებიდან ეჩვენება ლუნა და რწმუნდება თავის შეცდომაში. ხეებიდან გამოდის ტრუბადური, რომელშიც გრაფი შეიცნობს თავის წყეულ მტერს, მანრიკოს, სიკვდილ მისჯილს და არაგონიიდან განდევნილს. დი ლუნა უცხადებს მას, რომ ჩამოკრა მისი სიკვდილს ჟამმა და იწვევს მას დუელში. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შორდებიან, მომარჯვებული დაშნებით, ლეონორა ეცემა გულწასული.
 
=== მოქმედება მეორე «ბოშა ქალი» ===
'''სურათი პირველი.''' ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან — ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს–ესეს-ეს არის განიკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედას, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს, მეგობარი რუისი ეუბნება, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.
 
'''სურათი მეორე.''' ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად აღიკვეცება და როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, ხოლო გრაფს გზაზე მანრიკო გადაეღობება თავისი მეგობრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.
 
=== მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი» ===
'''სურათი პირველი.''' გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე–სიმაგრისთვისციხე-სიმაგრისთვის, რომელშიც მანრიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მანრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.
 
'''სურათი მეორე.''' სამლოცველო ციხე–სიმაგრეშიციხე-სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.
 
=== მოქმედება მეოთხე «სიკვდილით დასჯა» ===
'''სურათი პირველი.''' ციხე–სიმაგრეციხე-სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე — მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს. გრაფიც თანახმაა, თუმცა ლეონორა ჩუმად სვამს საწამლავს.
 
'''სურათი მეორე.''' მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე–სიმაგრეშიციხე-სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა საყვარლის მკლავებში. შემოსული გრაფი თავის ცოლს, ლეონორას მკვდარს ნახავს მტრის მკლავებში. სიცრუით გაცეცხლებული გრაფი უბრძანებს მანრიკო კოცონზე დაწვან, ხოლო თვითონ სასაცილოდ იგდებს ბოშა ქალს, მიჰყავს იზუჩენა ფანჯარასთან და უთითებს მას დასჯილ მანრიკოზე. იზუჩენა წამოიძახებს: «გაიგე ყველაფერი — ის ძმაა შენი! დედა, შენთვის შურინაძიებია!» და მოცელილი ეცემა მკვდარი.
 
== ბმულები ==
* [http://imslp.org/wiki/Il_Trovatore_(Verdi,_Giuseppe) <<ტრუბადური>>„ტრუბადური“ ნოტები] [[IMSLP]]–ზე-ზე
* [http://www.giuseppeverdi.it/stampabile.asp?IDCategoria=162&IDSezione=581&ID=19908 ლიბრეტო] ([[იტალ.]])