დონ კიხოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ნაწარმოების მთავარი გმირია [[ლამანჩა|ლამანჩელი]] აზნაური ალონსო კეხანა, (იგივე "დონ კიხოტი"), რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სარაინდო რომანების კითხვაში გაატარა და საბოლოოდ, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს ''"სავსებით ჭკუანაღრძობმა ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორიც ამქვეყნად არც ერთ გიჟს ფიქრადაც არ მოსვლოდა. სახელდობრ ის, რომ მეტად საჭიროდ მიაჩნდა, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნისქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალა,-ერთი სიტყვით, ყოველივე ის გაეკეთებინა, რასაც ჩვეულებრივ სჩადიოდნენ რომანებში ამოკითხული მოგზაური რაინდები: დათრგუნული ჭეშმარიტება აღედგინა, არავითარ საფრთხესა და გაჭირვებას არ მორიდებოდა, დევნილთა და უპატრონოთ გამოსარჩლებოდა და ამით საუკუნო სახელი და დიდება დაემკვიდრებინა" <ref>"დონ კიხოტი", თბილისი, ნაკადული, 1985 წ. ნაწილი I, გვ. 35</ref>
 
სულ ნაწარმოებში მოთხრობილია დონ კიხოტის სამი გამგზავრება. მესამე გამგზავრება აღწერილია "დონ კიხოტის" მეორე ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნაწილი მთლიანობაში ერთ განუყოფელ ნაწარმოებს შეადგენს, ითვლება რომ მეორე ნაწილი უფრო ღრმა და ფილოსოფიურია. პირველი გამგზავრების დროს მომხდარი რამდენიმე "წარუმატებელი" ფათერაკის შემდეგ რაინდი გადაწყვეტს გაითვალილწინოს შეცდომები და მეორედ უფრო მომზადებული გაემგზავროს: კერძოდ, დონ კიხოტი დაითანხმებს თანასოფლელ გულუბრყვილო გლეხს, [[სანჩო პანსა|სანჩო პანსას]] გახდეს მისი [[საჭურველმტვირთველი]] და სამაგიეროდ პირდება რომ მომავალში რომელიმე კუნძულის გუბერნატორად დანიშნავს, რომელსაც ბედი ხელში ჩაუგდებთ (ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა მის მიერ წაკითხულ სარაინდო წიგნებში). მთელი ნაწარმოები დაყოფილია თავებად, რომლებიც ერთ რომელიმე კონკრეტულ ისტორიას, ანუ "ფათერაკს" აღწერს, თუმცა ასევე შიგადაშიგ ჩართულია სხვა, მცირე ზომის მოთხრობები და ისტორიები, რომლებსაც დამოუკიდებელი სიუჟეტი გააჩნიათ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დონ_კიხოტი“-დან