დონ კიხოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Don Quixote 5.jpg|thumb|350px|დონ კიხოტი და სანჩო პანსა]]
'''დონ კიხოტი (ნაწარმოები)''' ({{lang-es|''Don Quijote''}}), სრული სახელია ''"მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი"'' ({{lang-es|El ingenioso hidalgo don Quijote de la Mancha}}) არის ესპანელი მწერლის [[მიგელ დე სერვანტესი|მიგელ დე სერვანტესის]] რომანი. მიეკუთვნება ესპანური ლიტერატურის "ოქროს ხანას". თავდაპირველად გამოიცა ორ წიგნად [[1605]] და [[1615]] წლებში და დღემდე ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. ნაწარმოების მნიშვნელობა კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ზოგიერთი მკვლევარის თანახმად, "დონ კიხოტი" მსოფლიო ტირაჟით მხოლოდ [[ბიბლია|ბიბლიას]] ჩამორჩება. თავდაპირველად, რომანი ჩაფიქრებული იყო როგორც პაროდია შუა საუკუნეების სარაინდო რომანებზე, თუმცა საბოლოოდ ნაწარმოებში აისახა სერვანტესის პერიოდის ესპანეთის სრული სურათი, ყველა დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. დიდი ადგილი უჭირავს ასევე ზოგადსაკაცობრიო და საყოველთაო სიბრძნეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნით და საუკუნით ვერ შემოიფარგლება. "დონ კიხოტის" ასეთი პოპულარობის ერთ ერთი მიზეზი არის ის, რომ მასში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად [[სატირა|სატირული]] ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ.
 
 
 
 
 
 
 
==სიუჟეტი==
[[სურათი:Don Quixote 1.jpg|thumb|left|300px|დონ კიხოტი ([[გუსტავ დორე]])]]
ნაწარმოების მთავარი გმირია [[ლამანჩა|ლამანჩელი]] აზნაური ალონსო კეხანა, (იგივე "დონ კიხოტი"), რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სარაინდო რომანების კითხვაში გაატარა და საბოლოოდ, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს ''"სავსებით ჭკუანაღრძობმა ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორიც ამქვეყნად არც ერთ გიჟს ფიქრადაც არ მოსვლოდა. სახელდობრ ის, რომ მეტად საჭიროდ მიაჩნდა, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნისქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალა,-ერთი სიტყვით, ყოველივე ის გაეკეთებინა, რასაც ჩვეულებრივ სჩადიოდნენ რომანებში ამოკითხული მოგზაური რაინდები: დათრგუნული ჭეშმარიტება აღედგინა, არავითარ საფრთხესა და გაჭირვებას არ მორიდებოდა, დევნილთა და უპატრონოთ გამოსარჩლებოდა და ამით საუკუნო სახელი და დიდება დაემკვიდრებინა" <ref>"დონ კიხოტი", თბილისი, ნაკადული, 1985 წ. ნაწილი I, გვ. 35</ref>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დონ_კიხოტი“-დან