ვანო სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება}}
'''ვანო სარაჯიშვილი''' ''(დ. [[1879|1879 წელი]] - გ. [[1924|1924]])'' - ვანო სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული” სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა.
ვანო სარაჯიშვილი (1879-1924)
 
 
ვანო სარაჯიშვილი ქართული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელია. ქართველი ხალხის უსაყვარლესი მომღერალი, "საქართველოს ბულბული” სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ასეთი პოპულარობა მოუხვეჭა მას იშვიათი სილამაზის ხმამ, დახვეწილმა ვოკალურმა ოსტატობამ და ნათელმა სცენურმა ნიჭმა.
სარაჯიშვილი ვანო პეტრეს ძე (I.V. 1879, სიღნაღი – 11.XI 1924, თბილისი), ლირიკულ დრამატული ტენორი, საქ. სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, აქვე მღეროდა მოსწავლეთა გუნდში (1888-1895 წწ.). 1898 წ. შევიდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში (ჩელოს კლასი). 1898-1900 წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის მომღერალი – სოლისტი (ხელმძღვანელი ს.კავსაძე). 1903 წლიდან პეტერბურგში სწავლობდა სიმღრას ჯერ ი. პრიაშნიკოვთათან, შემდეგ ა. პანაევა-კარცევასთან. აქვე შედგა სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს ჯ.ვერდის ოპერა "ტრავიატაში”. პარალელურად იტალიაში კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წწ.). მართავდა კონცერტებს იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში.
პეტერებურგში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მუშაობა განაგრძო იტალიურ დასში. 1908 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. გამოდიოდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.