ტრუბადური (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
== შექმნის ისტორია ==
ვერდი ამ სიუჟეტზე ოპერის დაწერა <<[[ლუიზა მილერი (ოპერა)|ლუიზა მილერზე]]>> დამთავრების თანავე ჩაიფიქრა. [[1850]] წლის 2 იანვარს გაგზავნილ წერილში, იგი კამარანოს თხოვს, რომ დაწეროს ლიბრეტო ესპანელი დრამატურგის [[ადრიანო გარსია გუტერესა|ადრიანო გარსია გუტერესას]] ([[1813]]―[[1884]]) დრამაზე <<[[ტრუბადური (დრამა)|ტრუბადური]]>>. კამარანოს მაშინვე არ უპასუხია, ვინაიდან მას აწუხებდა სიუჟეტი, რომელსაც ფიქრობდა რომ ცენზურა ამორალურად ჩათვლიდა. ამავე დროს ვერდი [[1851]] წელს ამთავრებს რიგოლეტოზე მუშაობას, კვლავ სთხოვს კამარანოს პასუხს. საბოლოოდ [[1851]] წლის აპრილში კამარანოს უგზავნის კომპოზიტორს ლიბრეტოს ერთ ვარიანტს, მაგრამ ვერდის იგი არ მოსწონს. ახალ ტექსტზე მუშაობის დასრულება კამარანომ ვერ მოასწრო, რადგან [[1852]] წლის ზაფხულში იგი გარდაიცვალა და დანატოვარი სამუშაოს შესრულებას საკუთარ თავზე პოეტი ლეონე ბარდარე იღებს. თავისი მეგობრის, კამარანოს სიკვდილით შეძრწუნებული ვერდი მაინც აგრძელებს ოპერის წერას და მასზე მუშაობას [[1852]] წლის ბოლოს ამთავრებს.
 
 
== მოქმედი პირები ==
Line 43 ⟶ 42:
|
|}
 
 
== სიუჟეტი ==
Line 57 ⟶ 55:
 
=== მოქმედება მეორე <<ბოშა ქალი>> ===
 
'''სურათი პირველი.''' ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან – ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს–ეს არის განიკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედას, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს, მეგობარი რუისი ეუბნება, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.
 
Line 63 ⟶ 60:
 
=== მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი» ===
 
'''სურათი პირველი.''' გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე–სიმაგრისთვის, რომელშიც მანრიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მანრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.
 
Line 69 ⟶ 65:
 
=== მოქმედება მეოთხე <<სიკვდილით დასჯა>> ===
 
 
'''სურათი პირველი.''' ციხე–სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე – მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს. გრაფიც თანახმაა, თუმცა ლეონორა ჩუმად სვამს საწამლავს.
 
'''სურათი მეორე.''' მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე–სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა საყვარლის მკლავებში. შემოსული გრაფი თავის ცოლს, ლეონორას მკვდარს ნახავს მტრის მკლავებში. სიცრუით გაცეცხლებული გრაფი უბრძანებს მანრიკო კოცონზე დაწვან, ხოლო თვითონ სასაცილოდ იგდებს ბოშა ქალს, მიჰყავს იზუჩენა ფანჯარასთან და უთითებს მას დასჯილ მანრიკოზე. იზუჩენა წამოიძახებს: <<გაიგე ყველაფერი – ის ძმაა შენი! დედა, შენთვის შურინაძიებია!>> და მოცელილი ეცემა მკვდარი.
 
 
== ბმულები ==
* [http://imslp.org/wiki/Il_Trovatore_(Verdi,_Giuseppe) <<ტრუბადური>> ნოტები] [[IMSLP]]–ზე
* [http://www.giuseppeverdi.it/stampabile.asp?IDCategoria=162&IDSezione=581&ID=19908 ლიბრეტო] ([[იტალ.]])
 
 
 
 
[[bg:Трубадур (опера)]]