ტრუბადური (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 71:
'''სურათი პირველი.''' ციხე–სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე – მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს.
'''სურათი მეორე.''' მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე–სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა
|