ტრუბადური (ოპერა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
ვერდიმ მოქმედებებს <<ნაწილები>> დაარქვა და თითოული დაასათაურა.
 
'''=== მოქმედება პირველი <<დუელი>>''' ===
 
'''სურათი პირველი.''' ახალგზრდა გრაფ დი ლუნას ციხე–სიმაგრის საგუშაგო. ფერნანდო, საგუშაგოს ოფიცერი აღვიძებს მძინარე გუშაგებს. ის აფრთხილებს მათ, რომ შესაძლებელია გრაფმა წაუსწროს, რომელიც ხშირად დაეხეტება ღამით, ჰერცოგინია ლეონორას ფანჯრის ქვეშ. გუშაგები სთხოვენ ფერნანდოს მოყვეს საიდუმლო ისტორიას გრაფის ძმაზე. ფერნანდომ რათა გამოაფხიზლოს ისინი, სიამოვნებით თანხმდება და იწყებს თხრობას.
ხაზი 57:
 
 
'''=== მოქმედება მეორე <<ბოშა ქალი>>''' ===
 
'''სურათი პირველი.''' ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან – ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს–ეს არის განკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედამისს, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს მეგობარი, რუისი, ეუბნება მას, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.
ხაზი 63:
სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად შედგება. როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, გზაზე კი მანრიკო გადაეღობება თავისი მეოგბრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.
 
'''=== მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი»''' ===
 
'''სურათი პირველი.''' გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე–სიმაგრისთვის, რომელშიც მორნიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მონრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.
ხაზი 69:
სურათი მეორე. სამლოცველო ციხე–სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.
 
'''=== მოქმედება მეოთხე <<სიკვდილით დასჯა>>''' ===