ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თარგი
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ქრისტეფორე|ქრისტეფორე}}
{|border=0 cellpadding=10 width=100%
|- bgcolor=whitesmoke
|<small>საკუთარ სახელს "'''ქრისტეფორე'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[ქრისტეფორე]]
|}</small>
''მისი უწმიდესობა და უნეტარესობა'' '''ქრისტეფორე III''' (''ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი'') (* [[27 მარტი]], [[1873]], [[ვერტყვიჭალა|სოფ. ვერტყვიჭალა]], [[ხარაგაულის რაიონი]] ― † [[10 იანვარი]], [[1932]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო |სრულიად საქართველოს]] [[კათოლიკოსი | კათოლიკოს-პატრიარქი]] და [[მცხეთა]]-თბილისის მთავარეპისკოპოსი [[1927]]-[[1932]] წლებში. დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]] ([[1895]]). [[1895]]-[[1922]] მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1898]]-[[1905]]), [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სამრევლო სკოლების მეთვალყურე ([[1904]]-[[1905]]), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1905]]-[[1918]]), იქვე ქართული ენის მასწავლებელი ([[1918]]-[[1921]]). [[1905]] თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] (დამოუკიდებლობის) აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი ([[1921]]); ეპისკოპოსი ([[1922|1922]]-იდან); [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] მიტროპოლიტი ([[1925]]-[[1927]]). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, [[სიონი (ტაძარი)|სიონის საკათედრო ტაძარში]].