სორის წმინდა გიორგის ეკლესია

სორის წმინდა გიორგის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონი მუნიციპალიტეტში, სოფელ სორში. აგებულია შუა საუკუნეებში და მის აგებას, ისევე როგორც მის მოხატვას ადგილობრივი გადმოცემები ერისთავ ქველი ჭარელისძის სახელს უკავშირებენ[1].

ეკლესია სოფლის ჩრდილოეთით, მისგან რამდენიმე კილომეტრზეა აღმართული. ბუნებრივ შემაღლებაზე მდგარ ერთნავიან უგუმბათო ნაგებობას (14,5 X 6 მ) დასავლეთიდან მდინარე ჩამოუდის, აღმოსავლეთიდან კი მთის ტყიანი ფერდი ებჯინება. სორის წმინდა გიორგის ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით. ტაძრის ფასადები სადაა, იგი მხოლოდ კარისა და სარკმელთა გასაფორმებელი გვიანი ხანის რელიეფებითაა შემკობილი.

XIX საუკუნის 70-იან წლებში ეკლესიაში განახლებითი სამუშაოები ჩაუტარებიათ. სწორედ ამ პერიოდში დაურღვევიათ მისი სამხრეთი და ჩრდილოეთი ეკვდერები, რომელიც ამ პერიოდისათვის უკვე დანგრეული ყოფილა. ეკლესიის ინტერიერი უხვად ნათდება სამ მხარეს არსებული კარებიდან და რვა სარკმლიდან.

ეკლესიის ძველი ნაწილი მოხატულია. XV-XVI საუკუნეებში შესრულებული ფრესკები მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე განუახლებიათ. სორის წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობა ე. წ. პალეოლოგსთა ეპოქის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საგულისხმო ნიმუშად არის მიჩნეული. მხატვრობა საკმაოდ დაზიანებულია ჭერიდან ჩამონადენი წყლის შედეგად.

სორის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია 2006 წელს დაიწყო და 2009 წელს აღდგა ღვთისმსახურება.

სორის წმინდა გიორგის ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • სხირტლაძე ზ. სორის ეკლესია, თბ., 2009

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6493

სქოლიო რედაქტირება