სონქოლი (ყირგ. Соң-Көл) — მთის ტბა ყირგიზეთში, ნარინის ოლქში. მდებარეობს ტიან-შანში, სონქოლთაუსა და მოლდოთაუს ქედებს შორის, ზღვის დონიდან 3016 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 278 კმ², წყლის მოცულობა 2,4 კმ³, საშუალო სიღრმე 8,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 14 მ. ტბის ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა. ნაპირები დაბალია, სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი, დაჭაობებულია, ადგილ-ადგილ გვხვდება ლერწამი. საზრდოობს მცირე ნაკადულებითა და მდინარეებით. გამოედინება მდინარე სონქოლი. სექტემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე იძგიფება. ტბის ირგვლივ ხელუხლებელი საძოვრები და ნაკრძალის ზონაა. უახლოესი დიდი დასახლებული პუნქტია სოფელი ჩაექი. სონქოლი ეკოლოგიური ტურიზმის პოტენციური ობიექტია.

სონქოლი
სონქოლი
სონქოლი
კოორდინატები: 41°50′ ჩ. გ. 75°10′ ა. გ. / 41.833° ჩ. გ. 75.167° ა. გ. / 41.833; 75.167
სიმაღლე ზღვის დონიდან 3016 
სიგრძე 27 კმ
სიგანე 16 კმ
ფართობი 278 კმ²
მოცულობა 2,4 კმ³
საშუალო სიღრმე 8,6 
მაქსიმალური სიღრმე 14 
გამომდინარე მდინარე სონქოლი
სონქოლი — ყირგიზეთი
სონქოლი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება