სომხური ნაციონალური სამოსი

სომხური ეროვნული კოსტუმი ან სომხური სამოსი - სომეხი ხალხის ტრადიციული სამოსი. სომხური ეროვნული სამოსი, რომელმაც გაიარა მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზა, უკვე XIX საუკუნის დასაწყისში იყო სტაბილური ნაწილი სომხეთის ეროვნულობის. ძველი სომხური სამოსის შესახებ ფრაგმენტული მასალა არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის მოპოვებული. ასევე სომხური ნაციონალური სამოსის შესახებ არაერთი ისტორიული წყარო, არქიტექტურული ნიმში, მინიატურა და საფლავის ქვებია ჩვენამდე მოღწეული.

სომეხთა ეთნოგრაფიული ჯგუფების მრავალფეროვნება აისახებოდა სწორედ ხალხურ, ეროვნულ ტანსაცმელში. სომხური ნაციონალური სამოსის თითოეული დეტალი, ფერი თუ ჭრილი დაკავშირებული იყო სომხურ ტრადიციებთან, ადათთან, თვითშეგნებასთან და ა.შ.

სომხურ ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მამაკაცის სამოსს, განსაკუთრებით კი სახლის უფროსის ტანსაცმელს.

აღმოსავლეთის სომეხ მამაკაცთა საცვლების საფუძველს წარმოადგენდა ძირითადად: ქვედა პერანგი და შარვალი. ყველაზე გავრცელებული იყო ტრადიციული ტანის ფორმის მამაკაცის პერანგი. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, მთელ რიგ რაიონებში (ვაიოტ-ძორი, ტავუში და ა.შ.) მათ ეცვათ ძველი ტიპის პერანგი, რომელიც ერთი ქსოვილის პანელიდან მოჭრილი იყო, ხასიათდებოდა ძირითადად საყრდენი მხრითა და სწორი მკლავით.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ყველა ასაკის მამაკაცებსა და ქალებს ეხურათ ტრადიციული სტილის ქუდი, ახალგაზრდა ბიჭებიდან დაწყებული და მოხუცი კაცებით დამთავრებული.

ცნობილია და ჩვენამდე მოაღწია არაერთმა მნიშვნელოვანმა არქეოლოგიურმა მასალამ, ასე მაგალითად: სომეხ ქალთა კოსტუმებმა, რომელიც ჯერ კიდევ ურარტულ პერიოდით თარიღდება. აღსანიშნავია რომ ქალის კაბები გამოფმებული იყო ოქროსფერი ძაფით. ძირითადად სომხური ნაციონალური სამოსი მანდილოსნის არის კრემისფერი, აბრეშუმის.

სომეხთა ჩვეულებრივი თავსაბურავი იყო ბეწვის ქუდი - ცხვრის ტყავებისაგან შეკერილი. ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟულ ქუდათ ითვლებოდა ასტახან ბუხარის ჯიშის ცხვრის მატყლისგან, შეკერილი ქუდი რომელსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები ატარებნდნენ.

ტრადიციული ეტიკეტის თანახმად, გარკვეულ სიტუაციებში მამაკაცს უნდა წაეღო თავისი ქუდი თან: ეკლესიაში, დაკრძალვის დროს, პატივცემულ ადამიანებთან შეხვედრებზე და ა.შ.

უძველესი დროიდან ფეხსაცმელი იყო სომეხთა ტრადიციული ტანსაცმლის განუყოფელი ნაწილი. ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი (ნაქსოვი წინდები და სათანადო ფეხსაცმელი) მეტწილად იდენტური იყო. სომხების ფეხსაცმელებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდნენ ნაქსოვი მოქსოვილი შაბლონების წინდები, რომლებიც მამაკაცის გამაშებთან ერთად, ურარტული პერიოდის განმავლობაშიც კი იყო ცნობილი. დასავლეთ სომხების ფეხსაცმელი ოდნავ განსხვავდებოდა აღმოსავლეთ სომხეთისგან. ჩვეულებრივ, ტყავის ფეხსაცმელი ეცვათ დახვეწილი წინდებითურთ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება