სომხური დიასპორა სირიაში

სომხური დიასპორა სირიაში — წარმოადგენს სირიაში მცხოვრებ სომხებს, რომლებიც არიან სირიის მოქალაქეები სრული ან ნაწილობრივი სომხური წარმოშობით.

ძველი სომხური კვარტალი ქალაქ ალეპოში

სირია და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხშირად თავშესაფარი ხდებოდა იმ სომეხებისთვის, რომლებიც გაურბოდნენ ომებსა და დევნებს, როგორიცაა მაგალითად სომხების გენოციდი. ამ რეგიონში ჯერ კიდევ ბიზანტიის ხანიდან ცხოვრობდნენ სომხები.[1]

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის ცნობით, სირიაში სომეხთა სავარაუდო რაოდენობა 100 000-ს შეადგენს, მათგან 60 000-ზე მეტი ცხოვრობს ქალაქ ალეპოში. სირიაში სომხური ფონდების სხვადასხვა შეფასებით, რიცხვი 70 000-80 000-ს შეადგენს.[2][3] თუმცა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სომხეთში 16 623 სირიელი ეთნიკური სომეხი გადასახდა. ამ იძულებით გადაადგილებულ პირთაგან 13 000 დარჩა სომხეთში 2015 წლის ივლისის მონაცემებით. მთავრობა მათ თავაზობდა დაცვის რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის, სომხური წარმოშობის ადამიანებისთვის მარტივად მოქალაქეობის მინიჭება, თავშესაფრის პროცედურების დაჩქარება და ბინადრობის ნებართვები.[4]

სომხური დიასპორის მინისტრის ჰრანუშ აკოფიანის თქმით, სირიაში მხოლოდ 15 000 სომეხია დარჩენილი, დანარჩენები დასახლდნენ სომხეთსა და მთიან ყარაბაღში. [5] კიდევ 8 000 ადამიანი გაემგზავრა ლიბანში, ხოლო დანარჩენები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში.[6][7] აზერბაიჯანში აღშფოთება გამოიწვია მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სირიელი სომეხების დასახლებამ.[8]

2018 წელს პროფესორმა ჯონ შუმმა თქვა, რომ სირიაში სომეხმა მოსახლეებმა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 2% შეადგინეს, რითაც ისინი ქვეყნის სიდიდით მეხუთე ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ.[1]

განათლებარედაქტირება

განათლება სირიის სომხურ საზოგადოებას შორის სომხური ენისა და პატრიოტიზმის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალეპო, როგორც სომხური საზოგადოების მთავარი მასპინძელი ქალაქი, არის სომხური გრძელვადიანი სკოლებისა და კულტურული ინსტიტუტების ცენტრი. სომეხ სტუდენტებს, რომლებიც ამ სკოლებს დაამთავრებენ, ჩვეულებრივ შეუძლიათ ჩაბარდნენ სირიის უნივერსიტეტებში, ოფიციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

რელიგიარედაქტირება

 
გენოციდის მემორიალი ორმოცი მოწამის ტაძარში, ქალაქი ალეპო

სირიაში სომხები ძირითადად სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები არიან. ეკლესიას ძალიან დიდი როლი უჭირავს სირიაში სომეხთა გაერთიანებაში.

301 წლის შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა გახდა სომხეთის ოფიციალური სახელმწიფო რელიგია, ალეპო გახდა მნიშვნელოვანი ცენტრი სომეხი მომლოცველებისთვის, რომლებიც იერუსალიმში მიემგზავრებოდნენ. როდესაც ქალაქში უამრავი სომეხი ოჯახი და ვაჭარი დასახლდა, ისინი ქმნიდნენ საკუთარ ბიზნესებს, რეზიდენციებს და ა.შ. და თანდათანობით დაიწყო სკოლებისა და ეკლესიების მშენებლობაც. ორმოცი მოწამის სომხური ეკლესია პირველად გაიხსნა 1476 წელს.

ლიტერატურარედაქტირება

  • Nicola Migliorino: Constructing Armenia in Lebanon and Syria: Ethno-Cultural Diversity. Berghahn Books, New York 2008.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება