სომხეთ-ხორვატიის ურთიერთობები

სომხეთ-ხორვატიის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და ხორვატიას შორის. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 8 ივლისს დამყარდა. სომხეთის საელჩო ხორვატიაში რომშია განთავსებული, ხოლო ხორვატიის საელჩო სომხეთში, ათენში მდებარეობს. 2011 წელს სომხეთის საკონსულო ზაგრებში ამოქმედდა, ხოლო ხორვატიის საკონსულო - ერევანში. 2011 წლის თებერვალში ხორვატიაში სომხეთის საპატიო კონსულად ვედრან ბურატოვიჩი დაინიშნა. იმავე წლის ივლისში სომხეთში ხორვატიის საპატიო კონსული არტაშეს კაზახეციანი გახდა.

სომხეთ-ხორვატიის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Croatia

სომხეთი

ხორვატია

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, ხოლო ხორვატია ევროპის კავშირის. გარდა ამისა, სომხეთი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერია.

ისტორია რედაქტირება

სომხეთ-ხორვატიის ისტორიული კავშირების ცენტრი რაგუსის რესპუბლიკა, დღევანდელი დუბროვნიკი იყო. დუბროვინიკის უცხოელი მოსახლეობას შორის სომხებიც იყვნენ. დუბროვნიკელები აღნიშნავენ წმინდა ვლასის, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე სომეხი წმინდანის დღეს.[1]

1783 წელს სომეხი ბანკირის თხოვნით ხორვატმა სასულიერო პირმა პერასტიდან, იოსიფ მარინოვიჩმა ნაშრომი „Dissertazione polemico-critica sopra due dubbi di coscienza concernenti gli armeni cattolici“ დაწერა. დისერტაციაში მარინოვიჩი იცავს ოსმალების იმპერიაში მცხოვრებ სომეხ კათოლიკეებს და აღნიშნავს, რომ სომხებს მონოფიზიტურ ტაძრებში რიტუალების ჩატარების უფლება ჰქონდათ.[2]

ხორვატიას სომხების გენოციდი არ უღიარებია. აღსანიშნავია, რომ ხორვატიაში საკითხს ფართოდ შეისწავლიან.[3] თურქეთის მთავრობამ სომხების გენოციდთან დაკავშირებული მასალების გადახედვა მოითხოვა.[4]

წარმომადგენლობა რედაქტირება

ხორვატიამ სომხეთის დამოუკიდებლობა 1994 წლის 21 ივნისს აღიარა. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 8 ივლისს დამყარდა. სომხეთის საელჩო ხორვატიაში, რომშია განთავსებული, ხოლო ხორვატიის სამეფო სომხეთში, ათენში ფუნქციონირებს. ორი ქვეყნის საკონსულოები შესაბამისად, დედაქალაქებში, ზაგრებსა და ერევანშია განლაგებული.[5] [6]

შეთანხმებები რედაქტირება

 
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანი

სომხეთსა და ხორვატიას შორის სამი შეთანხმება და ერთი პროტოკოლია დადებული. 1996 წლის 14 სექტემბერს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 1997 წლის 16 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა და ხორვატიის პრეზიდენტმა, ფრანიო ტაუჯმანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ხორვატიის მთავრობასა და სომხეთის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების გაუქმების შესახებ. 2009 წლის 22 მაისს ორი ქვეყნის პრეზიდენტმებმა, სერჟ სარქისიანმა და სტიპე მესიჩმა ხელი მოაწერე ორ შეთანხმებას: „შეთანხმება ხორვატიის რესპუბლიკასა და სომხეთის რეპუბლიკას შორის ორმაგი გადასახადებისგან თავის არიდების შესახებ“ და „შეთანხმება ხორვატიის მთავრობასა და სომხეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.[7][8]

უმაღლესი დონის ვიზიტები რედაქტირება

2003 წლის 22-23 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარტან ოსკანიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში.[9] 2009 წლის 22 მაისს სომხეთს ხორვატიის პრეზიდენტი, სტიპე მესიჩი ეწვია.[10] იმავე წლის 7-8 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში.[11] 2011 წლის 20-21 მარტს ხორვატიის პარლამენტის სპიკერი, ლუკა ბებიჩი ეწვია სომხეთს.[12]

ლიტერატურა რედაქტირება

ჟურნალები რედაქტირება

  • Bagdasarov, Artur; Lupis, Vinicije (2014). „Armenski narod, Armenska Apostolska Crkva i doprinos armenskih katolika hrvatskoj kulturi“. Crkva u svijetu (Croatian). Split: Katolički bogoslovni fakultet Sveučilišta u Splitu. 49 (4). ISSN 0352-4000.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Lupis, Vinicije (2009). „O armensko-hrvatskim kontaktima“. Društvena istraživanja (Croatian). Zagreb: Institut za primijenjena društvena istraživanja. 18 (1/2 (99-100)). ISSN 1330-0288.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

მოხსენებები რედაქტირება

სხვა წყაროები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება