სლოვაკური მეძებარი

სლოვაკური მეძებარი (სლოვაკ. Slovenský hrubosrstý stavač) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია სლოვაკეთში 1950-იან წლებში.

სლოვაკური მეძებარი
წარმოშობის ქვეყანა სლოვაკეთი
თვისებები
წონა 25-35 კგ.
სიმაღლე 56-68 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ჯიში გამოიყვანეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩეხური ფოუსეკის და გერმანული უხეშბალნიანი მეძებრის შეჯვარებით, შემდეგ შეაჯვარეს ვეიმარანერების შთამომავლებთან. 1975 წელს სლოვაკური მეძებარი ოფიციალურად აღიარეს ჩეხოსლოვაკიაში, ხოლო 1983 წელს ის აღიარა სარერთაშორისო კინოლოგიურმა ფედერაციამ. ეს ახალგაზრდა, თავისებური გარეგნობის ძაღლი იმ რთული და დაძაბული მუშაობის შედეგია, რომელიც აი, უკვე 50 წელია ჩეხეთსა დასლოვაკეთში მიმდინარეობს. გამგებიანი, შეუპოვარი სლოვაკური მეძებარი შესანიშნავად გამოადგება როგორც დამწყებ, ასევეგამოცდილ მონადირეს და ოთახის ძაღლის ყველა მოყვარულს.

სლოვაკური მეძებარის ბალნის შეფერილობით ვეიმარანერს ჰგავს, მაგრამ მისი სხეული უფრო დაცულია სიცივისგან. ჩეხეთისა და სლოვაკეთის საზღვრებს გარეთ ეს ჯიში იშვიათად გვხვდება, რამდენიმე ძაღლი გაიყვანეს შვეიცარიაში, სადაც სპეციალური წვრთნის კურსი გაიარეს თოვლში ადამიანის პოვნასთან დაკავშირებით. სასიამოვნო ხასიათი, კარგი გარეგნული და მუშაა თვისებები - ეს ყველაფერი სლოვაკური მეძებრის კარგ მომავალს უზრუნველყოფს. ის კარგად ეგუება სიცივეს და სიცხეს, ადვილად იწვრთნება, კარგად ეგუება ბავშვებს, სხვა ცხოველებს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას. სლოვაკური მეძებარს აქვს უხეში, სწორი, ბალანი, სწორი და დაკუნთული წინა ფეხები, გრძელი ყურები, დრუნჩზე გრძელი რბილი ბალანი ულვაშებს და წვერს ქმნის.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება