მთავარი მენიუს გახსნა
სკაგერაკი და კატეგატი

სკაგერაკისრუტე ნორვეგიას, შვედეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსა და დანიის ნახევარკუნძულ იუტლანდიას შორის, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას აკავშირებს კატეგატის სრუტესთან და ბალტიის ზღვასთან.

სახელწოდებარედაქტირება

სახელწოდებები სკაგერაკი და კატეგატი ორივე დანიური წარმოშობისაა. სკაგერაკი დანიურად დაახლოებით სკაგენის არხს ნიშნავს. დანიური ქალაქ სკაგენის მიხედვით, რომელიც დანიის ტერიტორიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. რაკ ნიშნავს სრუტეს, სანაოსნო გზას.[1][2]

გეოგრაფიარედაქტირება

 
საზღვაო სრუტე, სკაგერაკი

სკაგერაკი არს 240 კილომეტრის სიგრძის და 80-140 კილომეტრის სიგანის. ის ღრმავდება ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ და ნორვეგიის ტრანშთან 700 მეტრს აღწევს. სკაგერაკის გასწვრივ მდებარეობს რამდენიმე ნორვეგიული და შვედური პორტი: ოსლო, კრისტიანსენი, უდევალა, შტრომშტადი.

მანძილებირედაქტირება

საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციამ სკაგერაკის საზღვრები შემდეგნაირად განსაზღვრა:[3]

სამხრეთით. ხაზი გრძელდება ჰანსტოლმამდე (57°07′ ჩ. გ. 83°06′ ა. გ. / 57.117° ჩ. გ. 83.100° ა. გ. / 57.117; 83.100) და ლინდესნესამდე 58° ჩ. გ. 7° ა. გ. / 58° ჩ. გ. 7° ა. გ. / 58; 7).

სამხრეთ-აღმოსავლეთით. კატეგატის ჩრდილოეთ საზღვარი (სკაგენთან, დანიის უკიდურესი ჩრდილოეთი 57°54′ ჩ. გ. 11°27′ ა. გ. / 57.900° ჩ. გ. 11.450° ა. გ. / 57.900; 11.450).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Nudansk Ordbog (1993), 15th edition, 2nd reprint, Copenhagen: Politikens Forlag, entry Skagerrak.
  2. Den Store Danske Encyklopædi (2004), CD-ROM edition, Copenhagen: Gyldendal, entry Skagerrak.
  3. Limits of Oceans and Seas, 3rd edition. International Hydrographic Organization (1953). წაკითხვის თარიღი: 6 February 2010.