სიქიშხანის ციხე-კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში.

სიქიშხის ციხე-კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში.

ციხე-კოშკი მდებარეობს მდინარე ფინეზაურისა და მის მარჯვენა შენაკად მცირე ხევის შესაყარში. ნაგებია მოზრდილი ქვის თითქმის თარაზული წყობით კირ-დუღაბზე. კოშკს ერთი მხარე მომრგვალებული აქვს. სამსართულიანი ყოფილა. ბრტყელი კედელი მონგრეულია. ციხე-კოშკი გზის მაკონტროლებელი უნდა ყოფილიყო. ხევის გადაღმა ნასოფლარია თავისი სასაფლაოთი, რომლის ეკლესია აღარაა შემორჩენილი. აღნიშნული ნასოფლარი უნდა იყოს ვახუშტის მიერ რუკაზე დატანილი სიქიშხანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38166