სინტ-ნიკლასი — ქალაქი ბელგიაში, აღმოსავლეთ ფლანდრიაში. მას ვასლანდის მხარის დედაქალაქადაც მოიაზრებენ და ითვლის 75208 მაცხოვრებელს. ქალაქი ცნობილია თავისი სავაჭრო მოედნით, რომელიც ყველაზე დიდია ბელგიაში (3,19 ჰექტარი)[3].

დასახლებული პუნქტი
სინტ-ნიკლასი
დროშა გერბი

ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
კოორდინატები 51°09′52″ ჩ. გ. 4°08′21″ ა. გ. / 51.16444° ჩ. გ. 4.13917° ა. გ. / 51.16444; 4.13917
მმართველი Lieven Dehandschutter
ფართობი 84.2 კმ²
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა
მოსახლეობა 80 167 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 9100[2] , 9111[2] და 9112[2]
ოფიციალური საიტი https://www.sint-niklaas.be/
სინტ-ნიკლასი — ბელგია
სინტ-ნიკლასი

სახელი სინტ-ნიკლასი წარმოიშვა წმინდა ნიკოლოზისაგან, რომელიც ქალაქის მფარველ წმინდანად ითვლება. XIII საუკუნეში მის პატივსაცემად დაარსდა სამრევლო და აშენდა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი.

ისტორია რედაქტირება

სინტ-ნიკლასის დაარსებას საფუძვლად რომაული პერიოდის აქტივობები უდევს, როდესაც ამ ტერიტორიაზე, პროვინცია ვასმუნსტერის ახლოს რომაული ოლქის ცენტრი მდებარეობდა. მისი ისტორია იწყება 1217 წლიდან, როდესაც ბელგიის ქალაქ დორნიკის ეპისკოპოსმა ადგილობრივი სასულიერო პირების რჩევით იქ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ააშენა. სამრევლო XVI საუკუნემდე დორნიკის ეპარქიის გავლენის ქვეშ რჩებოდა. პოლიტიკურად კი ფლანდრიის საგრაფო მართავდა, რომელმაც ქალაქში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

1241 წელს ფლანდრიის გრაფი ბუდევეინ მეცხრეს უფროსი შვილის, იოჰანა ვან კონსტანტინოპელის მიერ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა. დაინიშნა მთავარი გამგებელი და შვიდი საერო მოსამართლე ბეილიფებად და თავმჯდომარეებად. ეს მოხდა იმიტომ რომ რეგიონი ყოფილიყო ისე კარგად ორგანიზებული, რომ კონკურენცია გაეწია ქალაქ ბევერენისთვის.

1248 წლის დოკუმენტი აღწერს, რომ მარგარიტა II დამატებით ექვსი ჰეკტარი მიწა უსახსოვრა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ტერიტორიას იმ პირობით, რომ ეს ტერიტორია დაუყოფელი დარჩებოდა და მის ადგილას არაფერს ააშენებდნენ. ზუსტად ეს დადებული პირობა ამტკიცებს თანამედროვე სინტ-ნიკლასის მოედნის განსხვავებულობას, რაც მის სიდიდეში გამოიხატება.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება