სინგაპურის რელიგია
სინგაპურის რელიგია - რელიგიური პრაქტიკების ერთობლიობა სინგაპურში. რელიგია, ასევე როგორც ზოგადად მოსახლეობა, სინგაპურში ხასიათდება მრავალფეროვნებით და მსოფლიო კულტურების შეზავებით. აქ გავრცელებულია მსოფლიოს ყველა წამყვანი რელიგია. სინგაპურის ინტერ-რელიგიური ორგანიზაცია (IRO) სინგაპურში ცნობს 10 მთავარ რელიგიას [1]. ამერიკული კვლევის ცენტრის "Pew Research Center"-ის კვლევით სინგაპური მსოფლიოს ყველსზე რელიგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა [2]. ამის დიდი მაჩვენებელია ის, რომ ზოგიერთ რელიგიის, განსაკუთრებით ჩინური ხალხური რელიგიების სალოცავები ირწყმევა სხვა რელიგიების, განსაკუთრებით ინდუისტურ და ისლამურ სალოცავებთან. ამის თვალსაჩინო მაგალითია ლოიანგ თუა პეკ კონგის ტაძარი (მდებარეობს აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში), სადაც სამი რელიგია, კერძოდ დაოსიზმი, ინდუიზმი და ბუდიზმია გაერთიანებული.
სინგაპურის მთავრობა ოფიციალურად ტოლერანტულია სხვადასხვა რელიგიის მიმართ და მხარს უჭერს რელიგიურ ჰარმონიას სინგაპურში არსებულ სხვადასხვა რელიგიებს შორის. მიუხედავად ამის, ზოგი რელიგიური პრაქტიკა ოფიციალურად აკრძალულია მთავრობის მიერ, მაგ. იეჰოვას მოწმეები და გაერთიანების ეკლესია, თუმცა, მათი მიმდევრები მაინც ფარულად მისდევენ თავის სარწმუნოებას [3].
სინგაპურში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. ბოლო, 2015 წლის აღწერით მოსახლეობის 33,2% თავს ბუდისტად მიიჩნევს. ბუდისტების დიდ ნაწილს სინგაპურელი ჩინელები შეადგენენ, ვოლო აღწერით სინგაპურში ეთნიკური ჩინელების მოსახლეობის 42,29% ბუდისტია [4]. სხვა ეთნიკური ჯგუფები ბუდისტური უმრავლესობითაა სინგაპურელი ბირმელები და ტაილანდელები.
რელიგიები
რედაქტირებაბუდიზმი
რედაქტირებასინგაპურში ბუდიზმი ყველაზე დიდი რელიგიაა , რომელსაც მოსახლეობის დაახლოებით 33,2% მისდევს. 2015 წელს 3 276 190 სინგაპურელიდან გამოკითხულთაგან 1,087,9955 (33,21%) თავს ბუდისტად ასახელებს. პირველად სინგაპურში ბუდიზმი შემოიღეს მიგრანტებმა აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით II საუკუნეში. სინგაპური ისტორიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი იყო, სადაც სხვადასხვა კულტურა იკვეთებოდა, მას ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონია აკონტროლებდა - ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ბუდიზმის გავრცელებას. დღეს ბუდიზმი ფართოდ გავრცელებუკია, მათ შორის ახალგაზრდების შორის, არსებობს მრავალი ბუდისტური ორგანიზაცია და რელიგიური სკოლა.
ქრისტიანობა
რედაქტირებასინგაპურში ქრისტიანობა შემოიტანეს ანგლიკანელმა ბრიტანელმა კოლონისტებმა. ინგლისის კოლონისტური მმართველობის დროს ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა. დღეს ქრისტიანები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20% -ს შეადგენენ. 2010 წელს ქვეყნის ქრისტიანთა დაახლოებით 38,5% კათოლიკე იყო, ხოლო 61,5% "სხვა ქრისტიანი" (ძირითადად პროტესტანტი).[5] ქრისტიანების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 12,7% -დან 1990 წელს 14,6% -მდე 2000 წელს. 2015 წლის აღწერის თანახმად, ქრისტიანთა მოსახლეობა კვლავ გაიზარდა და 18,7% შეადგენს. სინგაპურში მოქმედებს სომხური ეკლესია, გავრცელებულია ბაპტიზმი, მეთოდიზმი. რეფორმიზმი და სხვა მიმდინარეობები.
ისლამი
რედაქტირება2015 წლის აღწერის მონაცემებით, სინგაპურში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 14% მუსლიმია. სინგაპურში მეჩეთების უმეტესობა სუნიტ მუსლიმებს ემსახურება, რადგან სინგაპურელი მუსლიმების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტური შაფიტების ან ჰანაფის სკოლას მისდევს, თუმცა არსებობს მეჩეთები, რომლებიც შიიტური საზოგადოების საჭიროებებსაც ითვალისწინებენ.
სინგაპურში მუსლიმთა უმრავლესობა მალაიზიელი სინგაპურელია, მაგრამ მუსულმანების მნიშვნელოვანი რაოდენობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ეკუთვნის, კერძოდ, არსებობენ ინდოელი და პაკისტსნელი მუსლიმების ჯგუფები, რომლებისთვისაც თავისი, ინდური სტილის მეჩეთებივ არსებობს.
ინდუიზმი
რედაქტირებასინგაპურის ამჟამინდელი ინდუისტების უმრავლესობა იმ ინდოელების შთამომავლობაა, რომლებიც 1819 წელს სინგაპურის დაარსების შემდეგ სინგაპურში გადასახლდნენ. ადრეული ტაძრები კვლავ რიტუალებისა და ფესტივალების ცენტრებია.
წყაროები
რედაქტირება- https://web.archive.org/web/20170813225306/http://www.singstat.gov.sg/publications/publications-and-papers/GHS/ghs2015content/
- https://www.ricemedia.co/culture-life-just-like-us-inside-the-lives-of-singapores-jehovahs-witnesses/
- https://2001-2009.state.gov/g/drl/rls/irf/2001/5732.htm
- http://www.pewforum.org/2014/04/04/global-religious-diversity/
- James L. Peacock (January 1978). Muslim Puritans: Reformist Psychology in Southeast Asian Islam. p. 147. ISBN 9780520034037. Retrieved 2 April 2014.