სილეთითენიზი (ყაზახ. Сілетітеңіз) — გაუდინარი მწარე-მლაშე ტბა ყაზახეთში. ფართობი 750 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ. მოქცეულია ვრცელი ქვაბულის ფსკერზე, ზღვის დონიდან 64 მ სიმაღლეზე. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ნაპირები მაღალი და სწორია, დასავლეთი — შეჭრილ-შემოჭრილი. ბევრია ყურე და ნახევარკუნძული. დასავლეთი და სამხრეთი დაბალი ნაპირები თანთათანობით გადადის მლაშობ ჭაობებში. საზრდოობს თოვლით. ფსკერული დანალექებიდან გვხვდება გოგირდწყალბადის გამონაყოფი. ტბას ერთვის მდინარეები სილეთი და ჟოლაქსაი.

სილეთითენიზი
ტბა სილეთითენიზი ცენტრალურ ნაწილში. 2002 წლის რუკა
ტბა სილეთითენიზი ცენტრალურ ნაწილში. 2002 წლის რუკა
კოორდინატები: 53°20′23″ ჩ. გ. 73°10′00″ ა. გ. / 53.33972° ჩ. გ. 73.16667° ა. გ. / 53.33972; 73.16667
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 64 
ფართობი 750 კმ²
მოცულობა 1,5 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 3,2 
სილეთითენიზი — ყაზახეთი
სილეთითენიზი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება