სიდამპლებიოქიმიური პროცესი. მიმდინარეობს წყლის თანაობისას, ამიტომ, სიდამპლე გვხვდება ძირითადად წყლითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარ ორგანოებში: ძირხვენებში, ტუბერებში, ნაყოფებში და სხვ. არსებობს ორი სახის სიდამპლე: სველი და მშრალი. სველი სიდამპლის დროს პარაზიტი შლის უჯრედის გარსს, რის შედეგადაც წყლის ნაწილი გარეთ გამოდის, ნაწილს კი პარაზიტი შეითვისებს. ამ დროს დამპალი ზედაპირი ტენიანია, „სველია“. სველ სიდამპლეს იწვევენ ბაქტერიები, აგრეთვე სოკოების გარკვეული ჯგუფი. მშრალი სიდამპლის დროს პარაზიტი არ შლის უჯრედის გარსს. იგი მისაწოვრებს ჩაუშვებს უჯრედში და ისე იღებს წყალს და საკვებ ნივთიერებებს, წყლის ნაწილი კი შეუმჩნევლად ორთქლდება ისე, რომ ამ დროს ტენის გამოყოფას არ შეინიშნება. მშრალი სიდამპლე ვითარდება, მაგალითად, კარტოფილის ფუზარიოზული სიდამპლის შემთხვევაში.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მცენარეთა დაავადებები. agronews.ge (23 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2020.