სვებები

(გადამისამართდა გვერდიდან სვევები)

სვებები, სვევები (ლათ. Suevi, Suebi) — გერმანელი ტომების (სემნონები, ჰერმუნდურები, კვადები და სხვა.) კრებითი სახელი. ძვ.წ. I ს.— ახ.წ. II ს. ეკავათ მდინარეების ელბის, მაინის, ნეკარის, ზემო რაინის აუზები.პირველად აღწერა იულიუს კეისარმა. სვებებმა არიოვისტის მეთაურობით ძვ.წ. 71 წელს რაინი გადალახეს და გალიაში დამკვიდრებას შეეცადნენ. ძვ.წ. 58 წელს ისინი იულიუს კეისარმა დაამარცხა. ტაციტუსის შემდეგ სახელწოდება „სვებებს“ თანდათან ცვლის ცალკეული ტომების სახელწოდებები. სვებებს ხშირად ხმარობენ კვადების მაგივრად, რომელთაც V საუკუნის დამდეგს ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში დააარსეს „სვებების სამეფო“. სვებების, კერძოდ, სემნონების შთამომავლები იყვნენ ალემანები (შვაბები).

რომის იმპერია ადრიანეს დროს(მართავდა 117–138), რუკაზე ნაჩვენებია სვებების განსახლება ელბასა და ოდერს შორის.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: