სერხიო ესკუდერო
სერხიო ესკუდერო პალომო (ესპ. Sergio Escudero; დ. 2 სექტემბერი, 1989; ვალიადოლიდი, კასტილია და ლეონი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „სევილიის“ მარცხენა მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერხიო ესკუდერო პალომო | ||
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ვალიადოლიდი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სევილია | ||
ნომერი | 18 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2007 | ბეტისი ვალიადოლიდი | ||
2007–2008 | მურსია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2009 | მურსია B | 24 | (1) |
2009–2010 | მურსია | 26 | (1) |
2010–2013 | შალკე 04 II | 10 | (2) |
2010–2013 | შალკე 04 | 12 | (0) |
2013 | → ხეტაფე (იჯარით) | 9 | (1) |
2013–2015 | ხეტაფე | 49 | (4) |
2015– | სევილია | 100 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 7 ივნისი, 2017 |
2007 წელს შეუერთდა „რეალ მურსიას“, პირველ სეზონში თამაშობდა კლუბის B გუნდში, სეგუნდა დივიზიონში. 2009 წლის 13 ივნისს შედგა მისი დებიუტი მთავარ გუნდში.
2010 წლის ზაფხულში, 20 წლის ესკუდერომ კონტრაქტი გააფორმა გერმანულ „შალკე 04-თან“.[1] 2012-13 წლების სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით ირიცხებოდა „ხეტაფეში“, სეზონის დასრულების შემდეგ, 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ხეტაფემ“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა. 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „სევილიას“ და ახალ კლუბთან ერთად შეძლო ევროპის ლიგის ჩემპიონობის მოპოვება.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- გერმანიის თასის მფლობელი: 2010/11
- გერმანიის სუპერთასის მფლობელი: 2011
- ევროპის ლიგის გამარჯვებული: 2015/16, 2019/20
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schalke sign Escudero. ESPN Soccernet (2 აგვისტო, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2011.