სერებრიაკოვის სახლი

სერებრიაკოვის სახლი (რუს. Дом Серебрякова) — უძველესი სამსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკუთვნოდა პირველი გილდიის ვაჭარს საზოგადო მოღვაწესა და ქველმოქმედს იაკობ სერებრიაკოვს[1].

სერებრიაკოვის სახლი
რუს. Дом Серебрякова
კოორდინატები 47°12′42″N 38°56′05″E / 47.21156° ჩ. გ. 38.93468° ა. გ. / 47.21156; 38.93468
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი რუსული კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1865

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 47.

პირველი გილდიის ვაჭარი იაკობ სერებრიაკოვი იყო ტაგანროგის ტყავი ქარხნის პირველი მფლობელი, რომელიც აშენდა 1853 წელს, ხოლო წარმოება დაიწყო 1858 წელს[2]. 1865 წელს ი. სერებირაკოვმა პეტროვსკის ქუჩაზე ააშენა 3 სართულიანი მრავალბინიანი სახლი, რომელიც მდებარეობდა ტურგენევის და უკრაინის შესახვევებს შორის. სახლის პირველი სართული მთლიანად დათმობილი ჰქონდა მაღაზიებს, სადაც შეიძლებოდა პარიზული ფეხსაცმლის და ტანსაცმლის შეძენა. ამავე სახლში იყო გახსნილი ლადოხინის სანოტარო კანტორა. შენობის არქიტექტურული სტილი განეკუთვნება რუსულ კლასიციზმს[1].

1895 წლის 12 აპრილს ტაგანროგოს ესტუმრა მარინისტი მხატვარი ივანე აივაზოვსკი, რომელსაც თავის სახლში უმასპინძლა სერებრიაკოვმა. იმ ადგილზე სადაც ამჟამად ბერძნების ქუჩა ნომერ 62-ში მდებარეობს სახლი, ადრე განთავსებული იყო სომხური გრიგორიანული წმინდა იაკობის სახელობის ტაძარი, რომელიც სერებრიაკოვმა თავისი სახსრებით ააგო. ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 1906 წლის გაზაფხულზე, მაგრამ 1930 წელს დაანგრიეს[1].

1920 წლის შემდეგ პეტროვსკის ქუჩა ნომერ 47-ში განთავსდა წითელი არმიის მე-9 ქვეითი დივიზიის კუთნილი სამხედრო აღჭურვილობა და ქონება. შემდეგ კი სახლში გაიხსნა მე-16 სკოლა[1], ხოლო XXI საუკუნიდან შენობაში გახსნილია ტაგანროგის მართვისა და ეკონომიკის ინსტიტუტი[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бюндюгова Т. История давно минувших дней…[Серебрякове и его семье] // Alma mater.- 2001.- № 5.- с.1
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Игорь Пащенко. Сказки Старого Таганрога
  2. Кожзавод станет памятником?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2017-03-24.
  3. Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на Старых открытках и фотографиях, 186 с. — С.132. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-02. ციტირების თარიღი: 2017-03-24.