სერგო რატიანი
სერგო რატიანი (დ. 27 ნოემბერი, 1967, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
სერგო რატიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1967 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1989 წელს იმავე უნივერსიტეტის უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმანული ენა, 1994 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
1991-1993 წლებში იყო მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი. 1993-1996 წლებში —თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი. 1995-1997 წლებში — შპს „კავკასიის“ დირექტორის მოადგილე. 1997-2002 წლებში — შპს „არილის“ დირექტორი. 2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებლად. 2002-2006 წლებში იყო თბილისის ილ. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2008 წლებში ილ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006-2012 წლებში — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის ილ. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 ფრაქცია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სერგო რატიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო რატიანი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)