მთავარი მენიუს გახსნა

ბიოგრაფიარედაქტირება

1886 წელს შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; 1897 წელს — თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო შემდეგ — ყაზანის სასულიერო აკადემია. 1901 წელს მიენიჭა კანდიდატის ხარისხი.

მისი უმთავრესი ისტორიული ნაშრომებია: „წერილები საქართველოს ისტორიიდან“ (წგ. 1-2, 1906-1908), „საქართველოს მე-18 საუკუნის სამხედრო ისტორიის მასალები“ (1927) და სხვ. გორგაძე ავტორია ქართული ვერსიფიკაციის პირველი სისტემური კურსისა („ქართული ლექსი“, 1930), რომელშიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გორგაძემ შეადგინა ქართული ლიტერატურის ქრესტომათიები: „ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია“ (1915), „ჩვენი ახალი მწერლობა“ (წგ. 1-2, 1917-1918) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) „შუშანიკის წამება“ (1917). საყურადღებოა გორგაძის გამოკვლევა „ქართული სადასიტყვაობა“ (1915), რომელიც ქართული წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი „ქართული მართლწერა“ (1916).

სერგი გორგაძის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, რომლის დიდი ნაწილიც ქეთევან და დავით აბესაძეებმა 2006 წელს შემოსწირეს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები[1]რედაქტირება

იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე 

ლიტერატურარედაქტირება

  • დოიაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 102, თბ., 2012 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 112, თბ., 1994
  • აბაშიძე ზ., სერგი გორგაძე ქართლის მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბ., 1997;
  • აბაშიძე ზ., სერგი გორგაძე ქართული ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის შესახებ (IV–VI სს.), თბ., 1997;
  • გაწერელია ა., რჩეული ნაწერები, ტ. 2, თბ., 1965;
  • გრიგალაშვილი ლ., სერგი გორგაძე, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მკვლევარნი, თბ., 1986.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება