სერგეი ნავაშინი (დ. 1857, ცარიოვშჩინა, სარატოვის ოლქი — გ. 1930, პუშკინი) — უკრაინელი ბოტანიკოსი და ციტოლოგი, კიევის უნივერსიტეტის პროფესორი (1894-1915). 1918 მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. 1918-1923 წლებში იყო თსუ-ს პროფესორი. აღმოაჩინა არყის თესლკვირტში მისი ფუძიდან მტვრის მილისშეჭრის მოვლენა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მიერ აღმოჩენილ ორმაგ განაყოფიერება ფარულთესლიანებში. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 293.