სენტ-ემილიონი
სენტ-ემილიონი (ფრანგ. Saint-Émilion) — კომუნა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში. მდებარეობს ქალაქ ბორდოდან 35 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით
კომუნა | |||
---|---|---|---|
სენტ-ემილიონი Saint-Émilion | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
კოორდინატები | 44°53′37″ ჩ. გ. 0°09′17″ ა. გ. / 44.89361° ჩ. გ. 0.15472° ა. გ. | ||
ფართობი | 27.02 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 3–107 მ | ||
მოსახლეობა | 2 345 კაცი (1999) | ||
სიმჭიდროვე | 87 კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა | |||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 33394/33330 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.saint-emilion.org/[1] | ||
სენტ-ემილიონის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. მოგვიანებით, რომაელებმა აქ ვენახები გააშენეს, რომლებიც ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში სენტ-ემილიონად იქცა. IV საუკუნეში, რომაელმა პოეტმა ავსონმა ხოტბა შეასხა ქალაქის ბარაქიან ვაზს.
ქალაქს სახელი ეწოდა ბერი ემილიანის პატივსაცემად, რომელიც მოგზაური მოძღვარი იყო და რომელიც აქ VIII საუკუნეში, კლდეში მდებარე გამოქვაბულში განდეგილად დასახლდა. მას მოჰყვნენ სხვა ბერები, რომლებმაც ამ არეალში ღვინის კომერციული წარმოება გააჩაღეს.
დღეისათვის სენტ-ემილიონი ბორდოს რეგიონის წითელი ღვინის ერთ-ერთი ძირითადი არეალია.
1999 წელს, სენტ-ემილიონის ვიწრო ქუჩების გასწვრივ მდებარე რომანული სტილის მომაჯადოებელი ეკლესიები და სხვადასხვა შენობათა ნარჩერნები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ძეგლთა შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- სენტ-ემილიონის ტურიზმის ოფიციალური საიტი
- aerial photography of the Saint-Émilion and Aquitaine area დაარქივებული 2007-02-04 საიტზე Wayback Machine.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 932 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- ↑ Annuaire de service-public.fr