ბაბილონის დაკიდებული ბაღები

(გადამისამართდა გვერდიდან სემირამიდას დაკიდებული ბაღები)
დაკიდებული ბაღები

ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა.

დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება