სელიჭა (ლათ. Linaria) — მცენარეთა გვარი, შავწამალასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებია. აქვთ მორიგეობით ან რგოლურად განლაგებული წვრილი ფოთლები, ორტუჩა ყვავილები, რომლებიც თავმოყრილია მტევნისებრ ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფია.

სელიჭა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Linaria

150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკებსგარე ოლქებში, უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა, მათგან სამი საქართველოს ენდემია, ერთი — კავკასიისა. ჩვეულებრივი სელიჭა ყანის სარეველაა, იზრდება ასევე მდელოებზე, მშრალ გორაკებზე. ზოგი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა რედაქტირება