სეიშელის კუნძულების დემოგრაფია
სეიშელის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 93 200 ადამიანია (2012). სიმჭიდროვე — 88,3 კაცი/კმ². ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც ბრიტანეთმა მოიპოვა კონტროლი კუნძულებზე, მათ საშუალება მისცეს ფრანგ არისტოკრატებს შეენარჩუნებინათ თავიანთი მიწები. ფრანგებსაც და ბრიტანელებსაც მონობაში ჰყავდათ აფრიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა მონობა გააუქმა 1835 წელს.
ინდოელები და ჩინელები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას კუნძულებზე, ისინი ქვეყანაში მხოლოდ სავაჭრო საქმიანობით შემოიფარგლებიან.[1] სეიშელის დღევანდელი მოსახლეობა ინდოელების, ჩინელებისა და გრან'ბლას შთამომავლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აფრიკული წარმომავლობის ადამიანს ჰგავს კანის შეფერილობით.
თავდაპირველად სეიშელის კუნძულებს მკვიდრი მოსახლეობა არ გააჩნდა, სანამ კოლონისტმა ფრანგებმა და შემდგომ ინგლისელებმა იქ არ ჩაასახლეს აფრიკელები, ინდოელები და ჩინელები, რომლებიც დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ ფრანგებთან ერთად.
2002 წლის შეფასებით, მოსახლეობის 82,3 % კათოლიკეა, 6,4 % ანგლიკანია, ხოლო 4,5 % სხვა ქრისტიანული სექტის მიმდევარი. ასევე არსებობს მცირე უმცირესობები, მათგან 2,1 % ინდუიზმის, ხოლო 1,1 % ისლამის მიმდევარია. ქვეყანაში სულ არაქრისტიანული მოსახლეობა 1,5 %-ს შეადგენს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არცერთ რელიგიას არ აღიარებენ.[2] მოსახლეობის საშუალო ასაკი 32 წელია. [3]
ქვეყნის მოსახლეობის 4/5 ცხოვრობს კუნძულ მაეზე, ბევრი მათგანი კი დედაქალაქ ვიქტორიაში. მოსახლეობის 1/4 15 წლის ასაკისაა. დაახლოებით ნახევარი კი 30 წლის. სიცოცხლის ხანგრძლივობა — 74 წელი (2011).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Culture of Seychelles. Everyculture.com. ციტირების თარიღი: 23 March 2012.
- ↑ CIA – The World Factbook. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 23 March 2012.
- ↑ CIA.gov. CIA.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 23 March 2012.