სევეროს ანტიოქელი

სევეროს ანტიოქელი — პალესტინელი მონოფიზიტი, ანტიოქიის პატრიარქი 512-518 წლებში. იყო სევერიანელების ერესის ლიდერი. ამტკიცებდა, რომ ქრისტეში ხორცი ღვთაებრივი ლოგოსის ბრწყინვალებაში გარდაისახება. ნაშრომში „კირილე ჭეშმარიტების მეგობარი“ მონოფიზიტებს ბრალს სდებს, რომ დაამახინჯეს კირილე ალექსანდრიელის მოძღვრება და მას მონოფიზიტად აცხადებს. ზაქარია რიტორმა დაწერა „სევეროსის ცხოვრება“. პირველად სევეროსის შრომებში გამოჩნდა ციტატები არეოპაგიტიკიდან და მითითება დიონისე არეოპაგელზე. ი. შტიგლმაირის ჰიპოთეზა სევეროსისა და დიონისე არეოპაგელის იგივეობაზე უარყოფილია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თევზაძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.
  • ყაუხჩიშვილი, ს. ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბილისი, 1973