სევერიან ივარდავა

სევერიან ივარდავა — პირველი ქართველი პარაშუტისტი, ინსტრუქტორ- პარაშუტისტი, სამხედრო მფრინავი, სამამულო ომის მონაწილე, პოლკოვნიკი. 1932 წლის 10 მაისს სევერიან ივარდავამ ყირიმის ცაში პირველად შეასრულა 800 მეტრის სიმაღლიდან დაშვება.მეორე მსოფლიო ომის დროს, იგი იყო სამხედრო საჰაერო დივიზიის შტაბის უფროსი, რომელიც დისლოცირებული იყო ქალაქ მურმანსკში.

1934 წლის 12 სექტემბერს, ყირიმში, ქალაქ კაჩას სამხედრო აეროდრომზე, სევერიან ივარდავას მომზადებული ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა ოთხი ქალი - მარგალიტა გოგებაშვილი (სევერიან ივარდავას მეუღლე); გალინა ტარასენკო; ნ პანოვა და ნ. ჩეკასინა - შეასრულა პარაშუტიდან გადმოხტომა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება