საჰიბა გაფაროვა (აზერ. Sahibə Əli qızı Qafarova, დ. 19 მარტი, 1955, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე 2020 წლის 10 მარტიდან[1][2]. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საჰიბა გაფაროვა
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა10 მარტი, 2020
წინამორბედიოქთაი ასადოვი

დაბადებული19 მარტი, 1955
აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი
განათლებაბაქოს სლავური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტი
პროფესიაფილოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საჰიბა გაფაროვა დაიბადა 1955 წელს. განათლება მიიღო მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სწავლობდა აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე.

1981 წლიდან მუშაობს ბაქოს სლავურ უნივერსიტეტში. იყო უნივერსიტეტის პრო-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. 2000–2004 წლებში დასავლეთის უნივერსიტეტის ევროპული ენების ფაკულტეტის დეკანია, ასევე ხელმძღვანელობს ინგლისური ფილოლოგიის კათედრას.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

საჰიბა გაფაროვა არის პარტია ახალი აზერბაიჯანის წევრი. 2010 წლიდან მილი მეჯლისის დეპუტატია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი[3][4]. 2018 წლის 28 დეკემბერს დანიშნეს აზერბაიჯანულ-ჩეხური საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად[5]. 2019 წელს აკვირდებოდა ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებს[6].

2020 წლის 10 მარტს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის VI მოწვევის პირველ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარედ[7][2].

ამჟამად არის აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაური, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეიაში – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (სსა დსთ) და თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეიაში (თქსა). [წყარო არ არის მითითებული 1249 დღე]

აზერბაიჯანში განათლების განვითარებისათვის შეტანილი ღვაწლისათვის 2016 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით „დამსახურებული მასწავლებლის“ საპატიო წოდება მიენიჭა. [წყარო არ არის მითითებული 1249 დღე]

არის რამდენიმე სახელმძღვანელოს, სასწავლო დამხმარე ლიტერატურის, ერთი მონოგრაფიის, ასევე 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. [წყარო არ არის მითითებული 1249 დღე]

  1. Milli Məclisin yeni sədri kimdir? - TƏRCÜMEYİ-HAL. Report İnformasiya Agentliyi. ციტირების თარიღი: 2020-03-10.
  2. 2.0 2.1 Избран новый спикер Милли Меджлиса. Информационное Агентство Репорт. ციტირების თარიღი: 2020-03-10.[მკვდარი ბმული]
  3. Сахиба Гафарова: 2019 год был знаменательным для Азербайджана. Trend.Az (2019-12-25). ციტირების თარიღი: 2020-03-10.
  4. Trend.Az. (2016-01-27) Азербайджанский депутат впервые избрана председателем комитета ПАСЕ. Trend.Az. ციტირების თარიღი: 2020-03-10.
  5. В три рабочие группы по межпарламентским связям Милли Меджлиса избраны руководители. Информационное Агентство Репорт. ციტირების თარიღი: 2020-03-10.
  6. Депутаты Милли Меджлиса выступят в качестве наблюдателей парламентских выборов в Беларуси. Trend.Az (2019-11-14). ციტირების თარიღი: 2020-03-10.
  7. აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერად პირველად აირჩიეს ქალი, საჰიბა გაფაროვა