საჰელიანის იმპერია

საჰელიანის იმპერია — რიგი სამეფოები და იმპერიების კავშირი, რომლებიც ორიენტირებული იყო სამხრეთ საჰარაში არსებულ საძოვრების და უდაბნოს სავაჭრო მარშრუტების კონტროლზე. ამ ქვეყნების ძალას და სიმდიდრეს წარმოადგენდა ისეთი მსხვილფეხა პირუტყვის ფლობა როგორიცაა, აქლემი და ცხენი. პირუტყვი საჭირო იყო სწრაფი გადაადგილებისა და წარმატებული ბრძოლისათვის. იმპერია იყო დეცენტრალიზებული და შედგებოდა ფართო უფლებების მქონე წევრი ქალაქებისაგან.

საჰელი ქმნის 1000 კმ. სიგანის ზოლს აფრიკის ტერიტორიაზე ატლანტის ოკეანიდან წითელ ზღვამდე

საჰელის წევრები შეზღუდული იყვნენ სამხრეთით გაფართოებისაგან, რადგან ტყის ზონაში ცხოველები ვერ გადარჩებოდნენ იქაური ბუნებრივი პირობებისა და გავრცელებული დაავადებებისაგან.

ეკონომიკა რედაქტირება

საჰელის სამეფოები და იმპერიები ინტეგრირებული იყო ერთმანეთში თავისი მნიშვნელოვანი ქალაქებით, ციხე-სიმაგრეებით და ნაკლებად ოგანიზებული დიდ ტერიტორიაზე გაფანტული მოსახლეობით.

ხალხი მისდევდა სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, ნადირობას, თევზჭერას და ხელოსნობას (ლითონის დამუშავებას, ტექსტილის წარმოებას, კერამიკას).

ცურავდნენ ყველა მდინარის გაწვრივ და ტბებზე. ვაჭრობდნენ მოკლე და გრძელ მანძილზე. აგრეთვე, ცვლიდნენ საკუთარ პროდუქციას. მაგალითად, ტერგაზის (ამჟამად, მიტოვებული ქალაქი მალიში) მარილი იცვლებოდა ტაკედის (ყოფილი ქალაქ-სახელმწიფო თანამედროვე ნიგერში) თაფლზე და ა. შ.

საჰელის სამეფოთა ისტორია რედაქტირება

  • ამ რეგიონის პირველი მსხვილი სახელმწიფო იყო განის სამეფო, რომელიც დაარსდა VIII საუკუნეში. ის მოიცავდა სენეგალისა და მავრიტანიის გარკვეულ ტერიტორიებს. განას სამეფო რეგიონში დომინირებდა 750-1078 წწ. რეგიონში მცირე სახელმწიფოებს წარმოადგენდა ამ დროესათვის თაკრური აფრიკის დასავლეთში, მალინკის სამეფო მალის სამხრეთში და სონგაი ორიენტირებული აღმოსავლეთით გაოზე.
  • როდესაც ალმორავიდების დინასტიამ დაანგრია განას სამეფო, მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა რიგი მცირე სამეფოებისა, რომელთა შორის გამოირჩეოდა სოსოს სამეფო. 1235 წლისათვის იზრდება და რეგიონის დომინანტი ხდება მალის იმპერია, რომელმაც თავისი განვითარების პიკს მიაღწია 1350 წლისათვის. მალის იმპერია მდებარეობდა მდინარე ნიგერზე განას დასავლეთით, თანამედროვე ნიგერისა და მალის ტერიტორიაზე. სახელმწიფომ 1400 წლისათვის ნელ-ნელა დაკარგა კონტროლი თავის ვასალებზე.
  • ამ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მძლავრი იყო სონგაი, რომელმაც მეფე სონი ალის დროს დაიწყო ზრდა 1460 წლიდან. 1500 წლისათვის ის გადაიჭიმა კამერუნიდან მაღრიბამდე. ეს იყო აფრიკის ისტორიაში უმსხვილესი სახელმწიფო, თუმცა მისი არსებობა ხანმოკლე იყო. ის გაანადგურეს 1591 წელს მაროკოელმა მუშკეტერებმა.
  • შორეულ აღმოსავლეთში ჩადის ტბასთან წარმოიქმნა სახელმწიფო კანემ-ბორნუ, რომელიც IX საუკუნეში დაარსდა, როგორც კანემი. ის გაიზარდა საჰელის ცენტრალურ ზონაში, მისგან დასავლეთით წარმოიქმნა ჰაუსის სამეფო. ეს იყო ქალაქ-სახელმწიფოების მჭიდრო გაერთიანება, რომელიც დომინირებდა დასავლეთ რეგიონში. ეს ორი სახელმწიფო დიდხანს მშვიდობიანად თანაარსებობდა და იყო საკმაოდ სტაბილური გაერთიანებები.
  • 1810 წლისათვის ფულანის იმპერიამ დაიპყრო ჰაუსის სამეფო, შეიქმნა უფრო ცენტრალიზებული სახელმწიფო. ხოლო კანემ-ბორნუ აგრძელებდა არსებობას.

რუკები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება