საშოს მონოლოგები“ (ინგლ. The Vagina Monologues) — ივ ენსლერის მიერ დაწერილი ეპიზოდური პიესა, რომელიც იდგმებოდა ოფ-ბროდვეის უესტსაიდ თეატრში (ინგლ. Westside Theater) 1996 წელს. პიესა ცოტა ხნით ასევე იდგმებოდა ჰია-არტ ცენტრში (ინგლ. HERE Arts Center).[1]

საშოს მონოლოგები
ავტორი ივ ენსლერი
პრემიერის ადგილი ჰია-არტ ცენტრი, ნიუ-იორკი, აშშ
ენა ინგლისური
IBDB პროფილი
IOBDB პროფილი

საშოს მონოლოგები მოიცავს სხვადასხვა რაოდენობის მონოლოგებს, რომლებსაც კითხულობენ ქალები. თავდაპირველად თავად ივ ენსლერი კითხულობდა ყველა მონოლოგს. თითოეული მონოლოგი როგორღაც დაკავშირებულია საშოსთან, შეიძლება ეს იყოს სექსის, სიყვარულის, გაუპატიურების, მენსტრუაციის, მასტურბაციის, ორგაზმის თუ მშობიარობის თემები.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Vagina Monologues Extended at HERE (10 დეკემბერი, 1996). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2019
  2. THE VAGINA MONOLOGUES en-US. ციტირების თარიღი: 2017-06-12