საყვარელი (1987 წლის რომანი)

ტონი მორისონის რომანი

საყვარელი (ინგლ. Beloved) — ამერიკელი მწერლის, ტონი მორისონის, 1987 წლის რომანი. მასში მოქმედება ამერიკის სამოქალაქო ომის შემდგომ წლებში ვითარდება, ხოლო სიუჟეტი მოგვითხრობს ყოფილი მონების ოჯახის შესახებ, რომელთა სახლშიც შურისმაძიებელი მოჩვენება ისადგრუებს. რომანი შთაგონებულია რეალური ისტორიით მარგარეტ გარნერის, კენტუკელი მონის შესახებ, რომელიც მონობისგან თავის დაღწევის მიზნით 1856 წელს ოჰაიოში გაიქცა. იგი დააპატიმრეს გაქცეულ მონათა შესახებ კანონის მიხედვით. როცა ამერიკელი მარშალები გარნერისა და მისი მეუღლის სამალავში შეიჭრნენ, ქალს უკვე მოკლული ჰყავდა თავისი ორი წლის ქალიშვილი და დანარჩენი შვილების მოკვლასაც ცდილობდა, რათა ისინი მონობის ტვირთისგან ეხსნა.

„საყვარელი“

ავტორი ტონი მორისონი[1]
ენა ინგლისური ენა[1]
გამომცემელი Alfred A. Knopf
გამოცემის თარიღი სექტემბერი, 1987[2]
წინამორბედი ცვილის ჩვილი
მომდევნო ჯაზი

მორისონი გარნერის ისტორიას წააწყდა გაზეთის American Baptist 1856 წლის სტატიაში სათაურით „ვიზიტი მონა დედასთან, რომელმაც მოკლა საკუთარი შვილი“. მორისონმა სტატია შავკანიანთა ისტორიისა და კულტურის კომპილაციაში „შავი წიგნი“ შეიტანა, რომელსაც ის 1974 წელს რედაქტორობდა.[3]

1988 წელს რომანმა მოიპოვა პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში, 1987 წელს კი მოხვდა წიგნის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის.[4] რომანის მიხედვით 1988 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ოპრა უინფრი ასრულებს. The New York Times-ის გამოკითხვაში, რომელშიც მწერლები და ლიტერატურული კრიტიკოსები იღებდნენ მონაწილეობას, „საყვარელი“ 1981 წლიდან 2006 წლამდე ამერიკული პროზის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელდა.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #4301577-3 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Freebase Data DumpsGoogle.
  3. Goulimar, Pelagia, "Beloved (1987)", in Toni Morrison, Routledge, 2011, p. 81.
  4. National Book Awards - 1987. National Book Foundation. ციტირების თარიღი: January 14, 2014
  5. "What Is the Best Work of American Fiction of the Last 25 Years?", The New York Times, May 21, 2006.