ტარიელ საყვარელიძე

(გადამისამართდა გვერდიდან საყვარელიძე, ტარიელ)

ტარიელ იოველის ძე საყვარელიძე (დ. 20 აპრილი, 1923, ზესტაფონი — გ. 23 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967).

ტარიელ საყვარელიძე
დაბადების სახელი ტარიელ საყვარელიძე
დაბადების თარიღი 20 აპრილი, 1923
ზესტაფონი
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1993 (70 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

1941–1946 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო; 1947 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასრულებს როგორც დრამატული,ისე სახასიათო როლებს. მნიშვნელოვანი როლები: მეფე ერეკლე (გოთუას „მეფე ერეკლე“ ), ჭუჭა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ ), მანუჩარი (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ ), დე სილვა და დე სანტოსი (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ), გრაფი შრუზბერი (ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტი“ ), კლარენსი, კაპულეტი, მაკბეთი (უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამე“ , „რომეო და ჯულიეტა“ , „მაკბეთი“ ), კრეონი (ევრიპიდეს „მედეა", სოფოკლეს „ანტიგონე“ ), ნაპოლეონი (სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“ ). დავანაძე, ქალაქის თავი (ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ ), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ).

საყვარელიძე მხატვრული კითხვის ოსტატიც იყო, მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ნათამაშები როლები რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 1967: საქართველოს სახალხო არტისტი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება