საყელოიანი გვრიტი

საყელოიანი გვრიტი ან რგოლებიანი გვრიტი (ლათ. Streptopelia decaocto) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. ზომებით გარეული მტრედის ტოლია, მისი სხეულის სიგრძეა 31–33 სმ, ფრთის შლილი 47–55 სმ, მასა 150–200 . შეფერილია ერთფეროვნად, ღია კრემისფერ-ყავისფრად, ფრთის ბოლოები მუქია, თავი და სხეულის ზედა ნაწილი შედარებით ღია. კისერზე მკვეთრადაა გამოხატული მუქი „საყელო“. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. გააჩნია საკმაოდ გრძელი კუდი. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის გარშემო, შუამდინარეთში, ცენტრალურ აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში, ინტროდუცირებულია იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს დასახლებულ რაიონებშიც, პარკებში, ბაღებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, რომელშიც დებს 1–2 კვერცხს. ინკუბაცია 13–14 დღე-ღამე გრძელდება. დედალი ხშირად წელიწადში რამდენჯერმე კრუხობს, რადგან დიდი რაოდენობით ნადგურდება მტაცებელთა მიერ (კატა, კაჭკაჭი, ჩხიკვი, ციყვი).

საყელოიანი გვრიტი


მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Streptopelia decaocto (Frivaldszky, 1838)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22727811

ლიტერატურა რედაქტირება

  • M. Kasparek: Dismigration und Brutarealexpansion der Türkentaube (Streptopelia decaocto). In: J. Orn. 137 1996, S. 1-33.
  • J. Hölzinger, U. Mahler: Die Vögel Baden-Württembergs. Nicht-Singvögel 3. Ulmer 2001 S. 48-65.