მთავარი მენიუს გახსნა

საყდრიონის წმინდა დემეტრეს ეკლესია

საყდრიონის წმინდა დემეტრეს ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში სოფელ საყდრიონში, მდ. ქციის მარჯვენა ნაპირას, წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1540 მ, წალკიდან 15 კმ. (2010 წლის 20 ნოემბრამდე„ედიქილისა“[1]).

ისტორიარედაქტირება

სოფლის ძველი სახელწოდება „ედიქილისა“ თურქულია (სიტყვასიტყვით — შვიდი ეკლესია). დააარსეს XIX ს-ში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა.

ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე, წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი აშენებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც კონქით მთავრდება. შესასვლელი სამხრეთიდან არქიტრავულია. არქიტრავზე ასომთავრული წარწერაა.

დასავლეთის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე დატანებული აქვს თაღოვანი სარკმლები. ეკლესიის ტერიტორიაზე არის ძველი საფლავის ქვები, მათ შორის ორი ცხენის ქანდაკება.

სოფელში შემორჩენილია ასევე 7 საყდარი და სასახლე (ზოგიერთი — ფრაგმენტულად) შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი დეტალებით. ამ სოფლის განაპირას ნაციხარის ნანგრევია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ვახუშტი ბატონიშვილის მიერ XVIII საუკუნეში შედგენილ რუკაზე აღნიშნული სოფელ ანდრაპის ნაშთია.

საყდრიონის წმინდა დემეტრეს ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება