საღვთო ივეოსი
საღვთო ივეოსი (ლათ. Threskiornis aethiopicus) — ტანად დიდი ფრინველი ლაკლაკისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 75 სმ. დებს 2-3 კვერცხს. ბუდეს იკეთებს წყალსატევების ნაპირებზე, ხეებზე, ბუჩქებსა და მიწაზე. აქვს ქვემოთ მოღუნული ნისკარტი, გრძელი ფეხები. გავრცელებულია აფრიკაში (საჰარის სამხრეთით, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით, მადაგასკარზე). სუდანში გადამფრენი ფრინველია. რეგისტრირებულია საღვთო ივეოსის შემოფრება კასპიის ზღვაზე. XIX საუკუნემდე გვხვდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე. იგი შეყვანილი იყო საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ტაივანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საღვთო ივეოსი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Threskiornis aethiopicus (Latham, 1790) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22697510 | |||||||||||||||
|

იკვებება თევზით, ქვეწარმავლებით, მოლუსკებით, მწერებით. ხშირად სწავლობს ნიადაგს, რის საფუძველზე იჭერს უხერხემლოებს. ძველ ეგვიპტეში საღვთო ფრინველად ითვლებოდა (აქედან მოდის სახელწოდებაც), რადგანაც მისი მოფრენა ნილოსის ადიდებას ემთხვეოდა, და ამდენად, მოსავლის ბედ-იღბალს განსაზღვრავდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 200.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Sacred Ibis videos, photos & sounds დაარქივებული 2016-06-27 საიტზე Wayback Machine. on the Internet Bird Collection
- Invasive Species Factsheet African Sacred Ibis დაარქივებული 2016-11-26 საიტზე Wayback Machine. on DAISIE European Invasive Alien Species Gateway