დსთ-საქართველოს ურთიერთობები

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველო-დსთ ურთიერთობები)

საქართველოსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) შორის ურთიერთობებიმრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობა მესამე ქვეყანასა და ზენაციონალურ ორგანიზაციას შორის.

საქართველო-დსთ ურთიერთობები
Map indicating locations of დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა and საქართველო

დსთ

საქართველო

1993 წლის 3 დეკემბერს, სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა, რასაც წინ უძღოდა აფხაზეთის ომი და ედუარდ შევარდნაძის ფაქტობრივი იძულება.[1] 1993 წლის 9 დეკემბერს საქართველო შეუერთდა დსთ-ს წესდებას.[2]

საქართველომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრების ჯგუფი 2006 წლის 3 თებერვალს დატოვა, რადგანაც ამ ჯგუფის წევრობა არ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან.[3]

საქართველოს გამოსვლა დსთ-დან

რედაქტირება

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააჟღერა დსთ-დან გასვლის სურვილი.[4] 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.[5][6] დსთ-ს წესდების[7] მიხედვით (I თავის მე-9 მუხლი) წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს თანამეგობრობიდან. სახელმწიფო წერილობით აცნობებს წესდების დეპოზიტარს განზრახვის შესახებ გამოსვლამდე 12 თვით ადრე. ამავდროულად, ვალდებულებები, რომლებიც წარმოიშვა წესდებაში მონაწილეობის პერიოდში, ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფოებს მათ შესრულებას. [8] 2008 წლის 9 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება თანამეგობრობაში საქართველოს წევრობის შეწყვეტის შესახებ 2009 წლის აგვისტოში. 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა.[9][10][11]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Решение о вступлении Республики Грузия в Содружество Независимых государств
  2. Исполнительный комитет СНГ – Устав Содружества Независимых Государств. ციტირების თარიღი: 2014-12-26
  3. „Georgia: Withdraws From CIS Defense Council“. Worldview. 4 February 2006. ციტირების თარიღი: 23 December 2018.
  4. РБК-Украина : Главные новости :: Политика :: М.Саакашвили: Грузия выходит из СНГ (2009-01-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-11. ციტირების თარიღი: 2022-07-09.
  5. O'Rourke, Breffni (August 18, 2009). „Georgia Finalizes Withdrawal From CIS“. RFE/RL. ციტირების თარიღი: 23 December 2018.
  6. Грузия вышла из СНГ (2008-08-14). ციტირების თარიღი: 2022-07-09.
  7. Charr (1993).
  8. Устав Содружества Независимых Государств. ციტირების თარიღი: 14 January 2008.
  9. Выход Грузии из СНГ обернётся трудностями для грузин — зампред комитета ГД // Информационное Агентство Тренд
  10. Грузия: Можно прожить и без СНГ დაარქივებული 2009-08-21 საიტზე Wayback Machine. // Росбалт
  11. 18 августа завершается формальный процесс выхода Грузии из СНГ. ციტირების თარიღი: 2009-09-11.