საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი

საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირი — საქართველოს კომპოზიტორებისა და მუსიკათმცოდნეების ნებაყოფლობითი საზოგადოებრივ შემოქმედებითი ორგანიზაცია. შედიოდა სსრკ კომპოზიტორთა კავშირში. ჩამოყალიბდა 1932 წელს სკპ (ბ) ცკ-ის 1932 წლის 23 აპრილის დადგენილების საფუძველზე. კომპოზიტორთა კავშირის ძირითადი ამოცანა იყო თავისი წევრების დარაზმვა სოციალისტური რეალიზმის პრინციპებით განმსჭვალული მაღალიდეური და მაღალმხატვრული ნაწარმოებების შესაქმნელად.

1979 წელს კავშირში გაერთიანებული იყო 141 მუსიკოსი, მათგან 11 აფხაზეთის წარმომადგენელი (საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის აფხაზეთის განყოფილება ჩამოყალიბდა 1971 წელს). კავშირტან არსებებობ მუსფონდი, რომელიც აწესრიგებდა საფინანსო სამეურნეო საკითხებს და გამოსცემდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო იყო რესპუბლიკის ყრილობა. ყრილობებს შორის მუშაობას ხელმძღვანელობდა გამგეობა, რომელიც ირჩევდა დამდივნოს. ჩატარდა შემდეგი ყრილობები:

  1. 1948 წელს
  2. 1956 წელს
  3. 1962 წელს
  4. 1968 წელს
  5. 1973 წელს
  6. 1979 წელს

ლიტერატურარედაქტირება