საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ-ის მთავრობა (27 მარტი, 194622 ნოემბერი, 1990) — სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო საქართველოს სსრ-ში.

მინისტრთა საბჭოს უშუალოდ ქმნიდა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილეების, საქართველოს სსრ-ის მინისტრებისა და სახელმწიფო კომიტეტების თავჯდომარეების შემადგენლობით. მთავრობის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიოდნენ აგრეთვე აფხაზეთის ასსრ-ის და აჭარის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოების თავჯდომარეები. მთავრობის მუდმივი ოპერატიული ორგანოს სახით მოქმედებდა საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი. მინისტრთა საბჭო პასუხისმგებელი და ანგარშვალდებული იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს (სესიებს შუა პერიოდში — მისი პრეზიდიუმის) წინაშე. საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭო უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებული სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რამდენადაც ისინი არ შედიოდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის კომპეტენციაში. იგი უზრუნველყოფდა სახალხო მეურნეობისა და სოციალისტური კულტურის მშენებლობის ხელმძრვანელობას, წარმართვას და ამოწმებდა ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელმძღვანელობდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების საქმიანობას და სხვა. რესპუბლიკის მთავრობა გამოსცემდა დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო საქართველოს სსრ-ის მთელ ტერიტორიაზე. მინისტრთა საბჭო აერთიანებდა და წარმართავდა საქართველოს სსრ-ის საკაბშირო-რესპუბლიკურ და რესპუბლიკური სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და თავისის საქვეუწყებო სხვა ორგანიზაციების მუშაობას. რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო ცენტრალური დარგობრივი ორგანიზაციების ნუსხას განსაზღვრავდა კანონი საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს შესახებ.

მინისტრთა საბჭოს ოფიციალური გამოცემა იყო საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა კრებული.

1946 წლის 27 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭო გარდაიქმნა საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოდ და აფხაზეთისა და აჭარის ასსრ-ების სახალხო კომისართა საბჭოები — აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებად.[1] 1946 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს X სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ბრძანებულება.[2]

1946 წლის 10 აპრილს საქართველოს სსრ-ის მიწათმოქმედების სამინისტროს გამოეყო საქართველოს სსრ-ის მეცხოველეობის სამინისტრო, რომლის პირველ მინისტრად დაინიშნა ყოფილი მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე იოსებ კოჭლამაზაშვილი.[3]

1946 წლის 24 აპრილს კინემატოგრაფიის საქმეთა სამმართველო გარდაიქმნა — საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის სამინისტროდ, რომლის პირველ მინისტრად ვლადიმერ მაჭავარიანი დაინიშნა.[4]

1946 წლის 15 ივლისს მინისტრთა საბჭოსთან არსებული საშენ მასალათა მრეწველობის მთავარი სამმართველო გარდაქმნა — საშენ მასალათა მრეწველობის რესპუბლიკურ სამინისტროდ.

მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა რაფიელ კვირკველია, მეცხოველეობის მინისტრად — იოსებ კოჭლამაზაშვილი, ტექნიკური კულტურების მინისტრად — გიორგი ალავიძე, სახელმწიფო კონტროლის მინისტრად — მირონ ჩუბინიძე, კომუნალური მეურნეობის მინისტრად — გიორგი ანანიაშვილი, კინემატოგრაფიის მინისტრად — ვლადიმერ მაჭავარიანი, საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად — ვახტანგ პაატაშვილი, სსრკ დამზადებათა სამინისტროს რწმუნებულად საქართველოს სსრ-ში — დავით ხანთაძე.

1946 წლის 2 სექტემბერს შეიქმნა საქართველოს სსრ-ის საგემოვნო მრეწველობის სამინისტრო.

2 სექტემბერს სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის თანამდებობიდან განთავისუფლდა გიორგი ელისაბედაშვილი და მის გაგივრად დაინიშნა კონსტანტინე თარგამაძე, რომელიც თავჯდომარის მოადგილეობიდან იქნა განთავისუფლებული.[5]

18 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარეობიდან განთავისუფლდა ვ. ბაქრაძე და მის მაგივრად დაინიშნა ზ. ჩხუბიანიშვილი.[6]

1947 წლის 4 თებერვალს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით გაერთიანდა მიწათმოქმედების, ტექნიკური კულტურებისა და მეცხოველეობის სამინისტროები ერთ დიდ სოფლის მეურნეობის სამინისტროდ. ბრძანებულებაში აღნიშნული იყო, რათა ცვლილება ცნობილიყო მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებშიც.[7] აღნიშნული ცვლილება დამტკიცებულ იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პირველსავე სესიაზე 26 მარტს.[8]

1947 წლის 26 მარტს მეორე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[9]

1948 წლის 12 იანვარს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრობის თანამდებობიდან გაანთავისუფლა ა. რაფავა და მის მაგივრად დანიშნა ნ. რუხაძე.[10]

1848 წლის 25 იანვარს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, იუსტიციის მინისტრობიდან განთავისუფლდა ვახტანგ ყურაშვილი, ხოლო მის მაგივრად დაინიშნა ავქსენტი რაფავა; კინემატოგრაფიის მინისტრობიდან განთავისუფლდა ვლადიმერ მაჭავარიანი და დაინიშნა გიორგი კიკნაძე.[11]

1951 წლის 20 აპრილს მესამე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[12]

1952 წლის 6 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ზ. ჩხუბიანიშვილი მოხსნილ იქნა თანამდებობიდან და მის მაგივრად დაინიშნა ზ. კეცხოველი (მის მაგივრად დაინიშნა ვალერიან ბაქრაძე). კომუნალური მეურნეობის მინისტრობიდან განთავისუფლდა კ. თარგამაძე, რომლის მაგივრად დაინიშნა ნიკოლოზ სუხიაშვილი. კვების მრეწველობის მინისტრად დაინიშნა ილია წიკლაური, შსს მინისტრად — ვახტანგ ლოლაძე.[13]

1953 წლის 15 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ზ. კეცხოველი მოხსნილ იქნა თანამდებობიდან და მის მაგივრად დაინიშნა ვალერიან ბაქრაძე. მან ჩამოაყალიბა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[14]

1953 წლის 10 ივლისის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან განთავისუფლდა ვლადიმერ დეკანოზოვი დ დაინიშნა ალექსი ინაური.

1953 წლის 17 ივლისის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სახელმწიფო კონტროლის მინისტრობიდან განთავისუფლდა ავქსენტი რაფავა.

1953 წლის 19 აგვისტოს დამტკიცდა პრეზიდიუმის მიერ ბრძანებულება თეიმურაზ დავითაშვილის საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრად დანიშვნის თაობაზე.[15]

1953 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან განთავისუფლდა ვ. ბქარაძე და მის მაგივრად დაინიშნა გ. ჯავახიშვილი.[16]

1955 წლის 6 აპრილს მეოთხე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[17]

1959 წლის 18 აპრილს მეხუთე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[18]

1963 წლის 27 აპრილს მეექვსე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[19]

1967 წლის 11 აპრილს მეშვიდე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[20]

1971 წლის 12 ივლისს მერვე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[21]

1975 წლის 27 ივნისს მეცხრე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[22]

1975 წლის 17 დეკემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თანამდებობიდან განთავისუფლდა გ. ჯავახიშვილი და მის მაგივრად დაინიშნა ზ. პატარიძე.[23]

1980 წლის 28 მარტს მეათე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[24]

1982 წლის 5 ივნისს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზ. პატარიძე.[25]

1982 წლის 2 ივლისს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დ. ქართველიშვილი დაინიშნა.[26]

1985 წლის 6 აპრილს მეთერთმეტე მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი.[27]

1986 წლის 11 აპრილს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან განთავისუფლდა დ. ქართველიშვილი.[28]

1986 წლის 12 აპრილს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ო. ჩერქეზია დაინიშნა.[29]

1989 წლის 29 მარტს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან განთავისუფლდა ო. ჩერქეზია და მის მაგივრად დაინიშნა ზ. ჩხეიძე.[30]

1989 წლის 14 აპრილს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან განთავისუფლდა ზ. ჩხეიძე და მის მაგივრად დაინიშნა ნ. ჭითანავა.[31]

1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ზვიად გამსახურდია. სესიამ პირველსავე დღესვე მიიღო კანონი სახელმწიფოს სახელწოდების „საქართველოს სსრ“-ის — „საქართველოს რესპუბლიკად“ შეცვლის შესახებ.[32] სესიაზე, საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭომ, ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს მიმართა განცხადებით თავისი უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს გაეგრძელებინა თავისი მოვალეობების შესრულება, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს ახალ მინისტრთა საბჭოს შექმნამდე.[33] 15 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ თ. სიგუა დაამტკიცა, რომელსაც დაევალა ახალი მინისტრთა კაბინეტის მომზადება და უზენაესი საბჭოსთვის წარდგენა დასამტკიცებლად.[34] 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა მინისტრთა საბჭოს ახალი კაბინეტი.[35]

მინისტრთა კაბინეტი

რედაქტირება
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭო, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მოწვევების მიხედვით
უმაღლესი საბჭო
(1938-1947)
უმაღლესი საბჭო
(1947-1951)
უმაღლესი საბჭო
(1951-1955)
უმაღლესი საბჭო
(1955-1959)
უმაღლესი საბჭო
(1959-1963)
უმაღლესი საბჭო
(1963-1967)
უმაღლესი საბჭო
(1967-1971)
უმაღლესი საბჭო
(1971-1975)
უმაღლესი საბჭო
(1975-1980)
უმაღლესი საბჭო
(1980-1985)
უმაღლესი საბჭო
(1985-1990)
თავმჯდომარე
(მოადგილეები)
ვ. ბაქრაძე
(27.III.1946[კ 1]-
18.XII.1946[6])
ზ. ჩხუბიანიშვილი
(18.XII.1946[6]-
26.III.1947[9])
მოადგილეები:
ი. კოჭლამაზაშვილი
(27.III.1946-10.IV.1946)
ს. ხოშტარია
(27.III.-10.IV.1946)
კ. თარგამაძე
(-02.IX.1946)
ზ. ჩხუბიანიშვილი
(26.III.1947[9]-
20.IV.1951[12])
მოადგილეები:
(ზ. კეცხოველი
ვ. ბაქრაძე
ს. იშხანოვი
კ. ციმაკურიძე)
ზ. ჩხუბიანიშვილი
(20.IV.1951[12]-
06.IV.1952[13])
ზ. კეცხოველი
(06.IV.1952[13]-
15.IV.1953[14])
ვ. ბაქრაძე
(15.IV.1953[14]-
21.IX.1953[16])
გ. ჯავახიშვილი
(21.IX.1953[16]-
06.IV.1955[17])
მოადგილეები:
(ზ. კეცხოველი
(20.IV.1951[12]-
06.IV.1952[13])
ვ. ბაქრაძე
ს. იშხანოვი
კ. ციმაკურიძე)
გ. ჯავახიშვილი
(06.IV.1955[17]-
18.IV.1959[18])
მოადგილეები:
(მ. კუჭავა
კ. ციმაკურიძე
ვ. ქერქაძე
დ. მამაცაშვილი)
გ. ჯავახიშვილი
(18.IV.1959[18]-
27.IV.1963[19])
მოადგილეები:
(მ. კუჭავა
ზ. კვაჭაძე
ა. ლაბახუა
კ. ციმაკურიძე)
გ. ჯავახიშვილი
(27.IV.1963[19]-
11.IV.1967[20])
მოადგილეები:
(გ. ჩოგოვაძე
ზ. გელდიაშვილი
მ. კუჭავა
ა. ლაბახუა
ვ. სირაძე)
გ. ჯავახიშვილი
(11.IV.1967[20]-
12.VII.1971[21])
გ. ჯავახიშვილი
(12.VII.1971[21]-
27.VI.1975[22])
გ. ჯავახიშვილი
(27.VI.1975[22]-
17.XII.1975[23])
ზ. პატარიძე
(17.XII.1975[23]-
28.III.1980[24])
ზ. პატარიძე
(28.III.1980[24]-
5.VI.1982[25])
დ. ქართველიშვილი
(02.VII.1982[26]-
06.IV.1985[27])
დ. ქართველიშვილი
(06.IV.1985[27]-
11.IV.1986[28])
ო. ჩერქეზია
(12.IV.1986[29]-
29.III.1989[30])
ზ. ჩხეიძე
(29.III.1989[30]-
14.IV.1989[31])
ნ. ჭითანავა
(14.IV.1989[31]-
15.XI.1990[34])
სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე გ. ალავიძე
(27.III.1946-მინ 12 იან.)
კ. ციმაკურიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
კ. ციმაკურიძე
(20.IV.1951-)
ილია ლაღიძე
(06.IV.1955-)
გიორგი ჯაბუა
(18.IV.1959-)
ერმალო ჯაფარიძე მოადგილეები: (დავით კეშელავა, სიმონ ლორთქიფანიძე, ირაკლი მიქელაძე) X X X X X
შინაგან საქმეთა მინისტრი გ. კარანაძე
(27.III.1946-26.III.1947[9])
გ. კარანაძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
გ. კარანაძე
(20.IV.1951-06.IV.1952)
ვ. ლოლაძე
(06.IV.1952-)
ვ. დეკანოზოვი
(-10.VII.1953)
ა. ინაური
(10.VII.1953-)
ვლადიმერ ჯანჯღავა
(06.IV.1955-)
ივანე ღარიბაშვილი
(18.IV.1959-)
X X X X X X
კვების მრეწველობის მინისტრი ზ. ნ. კეცხოველი
(27.III.1946-)
გ. ალავიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ვ. ბაქრაძე
(20.IV.1951-)
ილია წიკლაური
(06.IV.1952-)
X X X X X X X X
მსუბუქი მრეწველობის მინისტრი ლ. რუხაძე გ. რობაქიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
გ. რობაქიძე
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
სატყეო მრეწველობის მინისტრი ზ. ჩხუბიანიშვილი გ. ჯაბუა
(26.III.1947[9]-
)
X ზ. ჩხუბიანიშვილი
(06.IV.1955-)
X X X X X X X
სატყეო მრეწველობის და ქაღალდის მინისტრი ??? გ. ჯაბუა
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
სატყეო მეურნეობის მინისტრი ??? მაკარი ჯაში
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
მიწათმოქმედების მინისტრი ს. ხოშტარია
(27.III.-10.IV.1946)
რ. კვირკველია
(10.IV.1946[3]-)
მეცხოველეობის მინისტრი ი. კოჭლამაზაშვილი
(10.IV.1946[3]-
04.II.1947)
ტექნიკური კულტურების მინისტრი გ. ალავიძე
(10.IV.1946-04.II.1947)
გ. ალავიძე
(20.IV.1951-)
სოფლის მეურნეობის მინისტრი გ. ალავიძე
(04.II.1947-26.III.1947[9])
გ. ალავიძე
(26.III.1947[9]-
)
ვახტანგ მირიანაშვილი
(20.IV.1951-)
სერგი დურმიშიძე
(06.IV.1955-)
შოთა ჭანუყვაძე
(18.IV.1959-)
X X X X X X
ფინანსთა მინისტრი კ. ციმაკურიძე
(27.III.1946-)
რ. კვირკველია
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
რ. კვირკველია
(20.IV.1951-)
ბეჟან ჩხეიძე
(06.IV.1955-)
ბეჟან ჩხეიძე
(18.IV.1959-)
ბეჟან ჩხეიძე
(27.IV.1963-)
X X X X X
ვაჭრობის მინისტრი ს. არობელიძე
(27.III.1946-)
ს. არობელიძე
(26.III.1947[9]-
)
მიხეილ ნარსია
(20.IV.1951-)
შალვა საბანაძე
(06.IV.1955-)
მიხეილ ღვინჯილია
(18.IV.1959-)
მიხეილ ღვინჯილია
(27.IV.1963-)
X X X X X
იუსტიციის მინისტრი ა. ჩხეტიანი ვ. ყურაშვილი
(26.III.1947[9]-
25.I.1948[11])
ა. რაფავა
(25.I.1948[11]-20.IV.1951)
ა. რაფავა
(20.IV.1951-)
მიხეილ ლომიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ა. ხელიძე
(27.III.1946-26.III.1947[9])
ა. ხელიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ა. ხელიძე
(20.IV.1951-)
დავით მამამთავრიშვილი
(06.IV.1955-)
გიორგი მარუაშვილი
(18.IV.1959-)
ლევან საყვარელიძე
(27.IV.1963-)
X X X X X
ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი გ. გორდეზიანი გ. გორდეზიანი
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
გ. გორდეზიანი
(20.IV.1951-)
ალექსანდრე მელაძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
განათლების მინისტრი ვ. კუპრაძე
(27.III.1946-26.III.1947[9])
ვ. კუპრაძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ვ. კუპრაძე
(20.IV.1951-)
გიორგი ჯიბლაძე
(06.IV.1955-)
გიორგი ჯიბლაძე
(18.IV.1959-)
თამარ ლაშქარაშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
კომუნალური მეურნების მინისტრი ვ. ლოლაძე/გიორგი ანანიაშვილი გიორგი ანანიაშვილი
(26.III.1947[9]-
)
კონსტანტინე თარგამაძე
(20.IV.1951-06.IV.1952)
ნიკოლოზ სუხიაშვილი
(06.IV.1952-)
კარლო ბარიგიანი
(06.IV.1955-)
ვახტანგ პაატაშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X X
სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გ. ელისაბედაშვილი
(27.III.1946-02.IX.1946)
კ. თარგამაძე
(02.IX.1946-26.III.1947[9])
კ. თარგამაძე
(26.III.1947[9]-
)
ათანასე ჩხეტიანი
(20.IV.1951-)
არჩილ გიგოშვილი
(06.IV.1955-)
მირონ ჩუბინიძე
(18.IV.1959-)
მიხეილ თოფურიძე
(27.IV.1963-)
X X X X X
ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი ბ. გოგუა როსტომ შადური
(26.III.1947[9]-
)
ისიდორე დოლიძე
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
სახელმწიფო კონტროლის მინისტრი მირონ ჩუბინიძე მირონ ჩუბინიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
მირონ ჩუბინიძე
(20.IV.1951-)
ავქსენტი რაფავა
(-17.VII.1953)
გიორგი თვალჭრელიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
საბჭოთა კონტროლის კომისიის თავმჯდომარე მ. მეგრელიშვილი
(18.IV.1959-)
X X X X X X
კინემატოგრაფიის მინისტრი ვ. მაჭავარიანი
(24.IV.1946-26.III.1947[9])
ვ. მაჭავარიანი
(26.III.1947[9]-
25.I.1948[11])
გიორგი კიკნაძე
(25.I.1948[11]-20.IV.1951)
გიორგი კიკნაძე
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი ვ. პაატაშვილი
(-26.III.1947[9])
ვ. პაატაშვილი
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ვ. პაატაშვილი
(20.IV.1951-)
გრიგოლ ზამბახიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
წყალთა მეურნეობის მინისტრი ი. ლაღიძე
(27.III.1946-26.III.1947[9])
ი. ლაღიძე
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ი. ლაღიძე
(20.IV.1951-)
გიორგი ქობულია
(06.IV.1955-)
ი. ლაღიძე
(18.IV.1959-)
გიორგი ქობულია
(27.IV.1963-)
X X X X X
გზათა მთავარი სამმართველოს უფროსი ა. თ. ბირკაია
(27.III.1946-)
X X X X X X X X X X
საგემოვნო მრეწველობის მინისტრი (02.IX.1946-) ვალერიან ბაქრაძე (26.III.1947[9]-
)
X X X X X X X X X
საგარეო საქმეთა მინისტრი ??? გიორგი კიკნაძე
(26.III.1947[9]-
)
X მიტროფანე კუჭავა
(06.IV.1955-)
მიტროფანე კუჭავა
(18.IV.1959-)
არჩილ გიგოშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი ??? იოსებ კოჭლამაზაშვილი
(26.III.1947[9]-
)
გიორგი გოჩაშვილი
(20.IV.1951-)
გიორგი ჯომარჯიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
საფეიქრო მრეწველობის მინისტრი ??? ლონგინოზ რუხაძე
(26.III.1947[9]-
)
X X X X X X X X X
უშიშროების მინისტრი ა. რაფავა
(27.III.1946-26.III.1947[9])
ა. რაფავა
(26.III.1947[9]-
12.I.1948[10])
ნ. რუხაძე
(12.I.1948[10]-
20.IV.1951)
ნ. რუხაძე
(20.IV.1951-
09.06.1952)
X X X X X X X X
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური
(18.IV.1959-)
ალექსი ინაური
(27.IV.1963-)
X X X X X
საავტომობილო ტრანსპორტის მინისტრი ??? ბ. სარიშვილი
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ბ. სარიშვილი
(20.IV.1951-)
თ. დავითაშვილი
(19.08.1953-06.IV.1955)
თ. დავითაშვილი
(06.IV.1955-18.IV.1959)
თ. დავითაშვილი
(18.IV.1959-)
თ. დავითაშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ??? ვ. ხატიაშვილი
(26.III.1947[9]-
20.IV.1951)
ვ. ხატიაშვილი
(20.IV.1951-)
X X X X X X X X
კავშირგაბმულობის მინისტრი - - - გრიგოლ ქრისტესაშვილი
(06.IV.1955-)
გრიგოლ ქრისტესაშვილი
(18.IV.1959-)
კონსტანტინე ქავთარაძე
(27.IV.1963-)
X X X X X
კულტურის მინისტრი - - - ავთანდილ გუნია
(06.IV.1955-)
დავით ჩხიკვიშვილი
(18.IV.1959-)
თენგიზ ბუაჩიძე
(27.IV.1963-)
X X X X X
საბჭოთა მეურნეობის მინისტრი - - - გიორგი ალავიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
საქალაქო და სასოფლო მშენებლობის მინისტრი - - - გიორგი ჯაბუა
(06.IV.1955-)
X X X X X X X
სასურსათო საქონლის მრეწველობის მინისტრი - - - ზაქარია კეცხოველი
(06.IV.1955-)
X X X X X X X
ფართო მოხმარების სამრეწველო საქონლის მინისტრი - - - გიორგი რობაქიძე
(06.IV.1955-)
X X X X X X X
ადგილობრივი მეურნეობის მინისტრი კარლო ბარიგიანი
(18.IV.1959-)
X X X X X X
მშენებლობის მინისტრი სიმონ ლორთქიფანიძე
(18.IV.1959-)
გაბრიელ ქართველიშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე
(18.IV.1959-)
ნიკოლოზ გომელაური მოადგილეები: (დავით მამაცაშვილი, გიორგი ჯაბუა) X X X X X
სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქელაძე
(18.IV.1959-)
X X X X X X
მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბეჟან ლორთქიფანიძე
(18.IV.1959-)
ბეჟან ლორთქიფანიძე
(27.IV.1963-)
X X X X X
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრი ოთარ ქავთარაძე
(27.IV.1963-)
X X X X X
პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ ჩიხლაძე
(27.IV.1963-)
X X X X X
„საქსოფლტექნიკის“ თავჯდომარე ივანე ხოხლოვი
(27.IV.1963-)
X X X X X
რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე კარლო გარდაფხაძე X X X X X
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქელაძე
(27.IV.1963-)
X X X X X
უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარე ნიკოლოზ ჭახრაკია
(27.IV.1963-)
X X X X X
ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსი გიორგი ჟორჟიკაშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
გზატკეცილების მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი რობიტაშვილი
(27.IV.1963-)
X X X X X
ენერგეტიკისა და ელექტოფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ჩხეიძე
(27.IV.1963-)
X X X X X

ლიტერატურა

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. 1946 წლის 27 მარტამდე საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე 1937 წლის 10 ივლისიდან.
  1. გაზ. „კომუნისტი“, №64 (7537), 28 მარტი, 1946
  2. გაზ. „კომუნისტი“, №159 (7632), 9 აგვისტო, 1946
  3. 3.0 3.1 3.2 გაზ. „კომუნისტი“, №74 (7547), 12 აპრილი, 1946
  4. გაზ. „კომუნისტი“, №84 (7557), 26 აპრილი, 1946
  5. გაზ. „კომუნისტი“, №177 (7700), 3 სექტემბერი, 1946
  6. 6.0 6.1 6.2 газ. «Заря Востока», №251 (6885), 17 декабря, 1946
  7. გაზ. „კომუნისტი“, №28 (7812), 5 თებერვალი, 1947
  8. გაზ. „კომუნისტი“, №65 (7849), 28 მარტი, 1946
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 9.13 9.14 9.15 9.16 9.17 9.18 9.19 9.20 9.21 9.22 9.23 9.24 9.25 9.26 9.27 9.28 9.29 9.30 9.31 9.32 9.33 9.34 9.35 9.36 9.37 გაზ. „კომუნისტი“, №64 (7848), 27 მარტი, 1946
  10. 10.0 10.1 10.2 გაზ. „კომუნისტი“, №9 (8053), 13 იანვარი, 1948
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 გაზ. „კომუნისტი“, №19 (8063), 27 იანვარი, 1948
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 გაზ. „კომუნისტი“, №94 (8948), 21 აპრილი, 1951
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 გაზ. „კომუნისტი“, №84 (9244), 8 აპრილი, 1952
  14. 14.0 14.1 14.2 გაზ. „კომუნისტი“, №90 (9558), 16 აპრილი, 1953
  15. გაზ. „კომუნისტი“, №196 (9664), 20 აგვისტო, 1953
  16. 16.0 16.1 16.2 გაზ. „კომუნისტი“, №224 (9692), 22 სექტემბერი, 1953
  17. 17.0 17.1 17.2 გაზ. „კომუნისტი“, №82 (10168), 7 აპრილი, 1955
  18. 18.0 18.1 18.2 გაზ. „კომუნისტი“, №90 (11396), 19 აპრილი, 1959
  19. 19.0 19.1 19.2 გაზ. „კომუნისტი“, №101 (12613), 28 აპრილი, 1963
  20. 20.0 20.1 20.2 გაზ. „კომუნისტი“, №86 (13768), 12 აპრილი, 1967
  21. 21.0 21.1 21.2 გაზ. „კომუნისტი“, №159 (15069), 13 ივლისი, 1971
  22. 22.0 22.1 22.2 გაზ. „კომუნისტი“, №151 (16277), 28 ივნისი, 1975
  23. 23.0 23.1 23.2 გაზ. „კომუნისტი“, №294 (16420), 18 დეკემბერი, 1975
  24. 24.0 24.1 24.2 გაზ. „კომუნისტი“, №74 (17717), 29 მარტი, 1980
  25. 25.0 25.1 გაზ. „კომუნისტი“, №134 (18376), 8 ივნისი, 1982
  26. 26.0 26.1 გაზ. „კომუნისტი“, №155 (18397), 3 ივლისი, 1982
  27. 27.0 27.1 27.2 გაზ. „კომუნისტი“, №81 (19223), 7 აპრილი, 1985
  28. 28.0 28.1 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N4 (487), გვ. 19, თბ., 1986 წ. ISSN 0203-2023
  29. 29.0 29.1 გაზ. „კომუნისტი“, №87 (19529), 13 აპრილი, 1986
  30. 30.0 30.1 30.2 გაზ. „კომუნისტი“, №75 (20416), 30 მარტი, 1989
  31. 31.0 31.1 31.2 გაზ. „კომუნისტი“, №88 (20429), 14 აპრილი, 1989
  32. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N11 (604), გვ. 17, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  33. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N11 (604), გვ. 16, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  34. 34.0 34.1 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N11 (604), გვ. 34, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
  35. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, N11 (604), გვ. 50-56, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023