საქართველოს საზღვაო სანაოსნო

საქართველოს საზღვაო სანაოსნო — საზღვაო სამინისტროს ადმინისტრაციული ერთეული საბჭოთა კავშირში. ჩამოყალიბდა 1967 წელს. სამმართველოში ქ. ბათუმში იყო. სსრკ-ის ტერიტორიაზე სანაოსნები ემსახურებოდა შავი და აზოვის ზღვის აუზებს, ბალტიის ზღვის აუზს, ჩრდილოეთის აუზს, შორეული აღმოსავლეთის აუზსა და კასპიის ზღვის აუზს. მცირე კაბოტაჟური (შიდა) გადაზიდვის თვალსაზრისით ერთ ერთეულად განიხილებოდა შავი და აზოვის ზღვები, თეთრი ზღვა და ყინულოვანი ოკეანე, იაპონიის, ოხოტისა და ბერინგის ზღვები. სანაოსნოს პირველი ხელმძღვანელი იყო კაპიტანი ანატოლი კაჭარავა.

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემები სპეცილიზებული იყო ჩასასხმელი ტვირთის (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების) გადასაზიდად. სანაოსნოს გემები (ტანკერები), რომლებიც აგებული იყო საზღვაო ფლოტის თანამედროვე ტექნიკის დონეზე, დედამიწის ბევრ ზღვასა და ოკეანეს სერავდნენ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ჰქონდა ორი მცურავი სახელოსნო და 10 ათასი ტონა ტვირთამწეობის დოკი. ხომალდების კაპიტალური და პროფილაქტიკური რემონტი საქართველოს ნავსადგურებში წარმოებდა.

საზღვაო სანაოსნოს უფროსები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება