საქართველოს მეგობრები

საქართველოს მეგობრები — საქაველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2018 წლის 24 დეკემბერს და საქმიანობს საქართველოს ტერიტორიაზე.

ცნობები რედაქტირება

ფონდი მიზანია თავშესაფრების და მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაწყვეტაში მოსახლეობის შეზიდვა; მიუსაფარი ცხოველების ოდენობის შემცირება ჰუმანური ხერხებით (გამოჭრა, სტერილიზაცია, ოჯახებში მოწყობა ან ჰაბიტატის ადგილზე დაბრუნება); თავშესაფრების, რომლებსაც ფონდი მხარს უჭერს, ფუნქციონირების უზრუნველყოფა; საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურებთან ერთად პროექტებში მონაწილეობა.

ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და მოხალისეებთან საქართველოში.

„საქართველოს მეგობრები“ ახორციელებს მუშაობას საქართველოს ცხოველების და ზოოდამცველების მიმართულებით რამდენიმე სახით. ეხმარება ზოოდამცველებს და კატების და ძაღლების კერძო თავშესაფრებს. მუშაობის ფარგლებში ფონდი აფინანსებს ცხოველების სტერილიზაციას და ვაქცინაციას და ასევე არიგებს სამედიცინო პრეპარატებს ცხოველებისთვის. ასევე შეგროვებული საშუალებებით ფონდი ახორციელებს ცხოველებისთვის საკვების დარიგებას, ტრანსფერს და სამედიცინო დახმარების დაფინანსებას. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის ცხოველების მონიტორინგის სააგენტოსთან და ახორციელებს საერთო პროექტებს.

ამ პროექტების შედეგად იყო დადგმული რამდენიმე ათეული კერა მიუსაფარი ძაღლებისთვის. ასევე ხორციელდება დაყენებული კერების ადგილებზე საკვების რეგულარული დარიგება.

2020 წლის 5 აპრილს მუშაობა დაიწყო ფონდის საიტმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განთავსოს საკუთარი პროექტი ცხოველების დასახმარებლად და შეაგროვოს საშუალებები მის განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტი არის მიმართული ადამიანებისთვის ცხოველების მოვლის გასამარტივებლად და მათ შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

2020 წლის გაზაფხულისთვის ფონდი „საქართველოს მეგობრები“-ს ღონისძიებების ჩატარების შედეგად გამოვიდა: 70 კატა და ძაღლის ოპერაციების დაფინანსება.

განხორციელებულია 2000 კგ. საკვების დარიგება მცირეშემოსავლიანი ზოოდამცვენებისთვის. დადგმულია 41 კერა მიუსაფარი ძაღლებისთვის. განხორციელებულია ცხოველების 50 ტრანფერზე მეტი. დარიგებულია 35 Bravecto-ს პრეპარატი ცხოველების პატრონებისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება