საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეათე ადგილობრივი კრება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეათე ადგილობრივი კრება — შედგა თბილისში, 1960 წლის 20 თებერვალს. კრების საგანი იყო ახალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევა და განკვეთილ სამღვდელო პირთა საკითხის გადასინჯვა. კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს ჭყონდიდელ-ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემ II (სიდამონიძე).
ლიტერატურა რედაქტირება
- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, თბ., 1976, გვ. 110-111