საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995)

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება (1995)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონი, რომელიც მიღებულია 1995 წლის 28-29 სექტემბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს ეკლესიის XIII საეკლესიო კრების მიერ.

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება
დეტალები
შექმნის თარიღი 19 სექტემბერი, 1995
ხელისმომწერნი საქართველოს ეკლესია

1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი საეკლესიო კრება, რომელსაც მართვა-გამგეობის დებულებაში უნდა გაეთვალისწინებინა და აესახა ახალი რეალობა. კრებამ 19 სექტემბერს განიხილა და დაამტკიცა დებულების პროექტი. ახალ დებულებით გაიზარდა ეპარქიათა რიცხვი 15-დან 27-მდე. ეკლესიის მოწყობის საფუძვლად გამოცხადდა წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა, წმიდა მოციქულთა, მსოფლიო, ადგილობრივ და წმიდა მამათა კანონები და წესდებები.

1995 წლის 19 სექტემებრს მიღებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება დღემდე მოქმედია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ,,საქართველოს ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება", მცხეთა, სვეტიცხოველი, 1995.
  • მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017.