2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57.2% ქალაქში ცხოვრობს [1]

მოსახლეობის რიცხოვნობარედაქტირება

ისტორიოგრაფიაში მიღებული მონაცემებით XIII საუკუნეში ქართველები რაოდენობა 5 მილიონს აღწევდა. უცნობია XIV-XVII საუკუნეების მონაცემები. XVIII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობას (დღევანდელ საზღვრებში) 761 ათასით ანგარიშობენ, აქედან 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800 წლისთვის საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობა 675 ათასზე მეტი იყო, აქედან აღმოსავლეთ საქართველოზე მოდიოდა მოსახლეობის 45,6%, ხოლო დასავლეთზე – 54,4%. 1832 წელს ის 840 ათასამდე გაიზრდა, ხოლო 1865 წელს 1289200-ს გადააჭარბა. 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 1919400 ადამიანი, 1914 წელს კი 2600400. ერთი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა 3,4-ჯერ გაიზარდა. პავლე ინგოროყვას ცნობით 1916 წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 3365000 ადამიანს, აქედან 2349000 ადამიანი იყო ქართველი.[2] საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასით შემცირდა პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი რესპუბლიკის წლებში, რაც გამუდმებული ომებით და ტერიტორიების დაკარგვით იყო განპირობებული. 1921 წელს საქართველოს მოსახლეობა 2410 ათასამდე დავიდა. XX საუკუნიდან მოსახლეობის რაოდენობის დადგენა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საშუალებით ხდება. პირველი აღწერა საბჭოთა საქართველოში 1926 წელს ჩატარდა, უკანასკნელი 1989 წელს. დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის აღწერები ჩატარდა 2002 და 2014 წლებში. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით შემცირდა, რაც განაპირობა ომებმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა და ემიგრაციამ. მკვეთრად იკლო შობადობამ, იმატა სიკვდილიანობამ და საბოლოოდ ქვეყანა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უკანასკნელი, 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა დაახლოებით 3 729 635 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს.

სტატისტიკური მონაცემებირედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ქართველები სომხები რუსები აფხაზები
1800 675 000 89% 4% 5%
1832   840 000   75%   9,4%   6,3%
1865   2 677 200   72%   9,5% 2%   4,6%
1886   1 661 240   71%   10,5%   2,6%   2,3%
1897   1 929 049   69,4%   10,3%   5,3%   2,2%
1926   2 677 200   67%   11,0%   3,6%   2,1%
1939   3 540 000   61,4%   8,7%   1,6%
1959   4 044 045   64,3%   10,1%   1,5%
1970   4 686 358   66,8%   9,6%   8,5%   1,7%
1979   5 014 800   68,8%   9%   7,4% 1,7%
1989  5 400 800   70,1%   8,1%   6,8%   1,8%
2002   4 601 500   83,8%   5,7%   1,5%   0,1%
2014   3 787 000   86,8%   4,5%   0,7%

მოსახლეობა 1989-2005 წლებში

 

 

 

1990 მოსახლეობა 5.424.400, ახალშობილები 92 815, გარდაიცვლილები 50.721, ბუნებრივი მატება 42.094.
1995 მოსახლეობა 5.061.700, ახალშობილები 56.341, გარდაიცვლილები 49.073, ბუნებრივი მატება 7.268.
2003 მოსახლეობა 4.315.200, ახალშობილები 46.194, გარდაიცვლილები 46.055, ბუნებრივი მატება 139.

სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები

 

საქართველოში ძალზე მცირეა აგრეთვე ერთ სულზე მთლიანი ნაციონალური პროდუქტიც (ცხრილში - ადგილი მსოფლიოში და ოდენობა აშშ დოლარებში, მსოფლიო ბანკის მონაცემები):

67 ესტონეთი 7,010
73 ლიტვა 5,740
74 ლატვია 5,460
95 რუსეთის ფედერაცია 3,410
113 ყაზახეთი 2,260
118 ბელარუსი 2,120
129 თურქმენეთი 1,340
133 უკრაინა 1,260
138 ინდონეზია 1,140
139 სომხეთი 1,120
141 საქართველო 1,040
142 ანგოლა 1,030
145 შრი ლანკა 1,010
149 აზერბაიჯანი 950
157 მოლდავეთი 710
164 ვიეტნამი 550
171 უზბეკეთი 460
177 ყირგიზეთი 400
191 ტაჯიკეთი 280

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების შორის (გარდა ევროგაერთიანების წევრებისა) საქართველო ხარისხობრივად ჩამორჩება თუნდაც ბელორუსიას (2-ჯერ), და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციას (3,5-ჯერ) - რაც განსაკუთრებით რუსეთს საქართველოდან მუშაძალის მიზიდვაში დიდად უწყობს ხელს.

 

ჯი-ეიჩ-ენ-ის მონაცემებით (2006 წლის 20 მარტი) გაეროს ექსპერტთა 20-წლიანი პროგნოზი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. გაეროს სპეციალისთა გათვლები, რომლებსაც საქართველო 2 ათეული წლის განმავლობაში უნდა დაყრდნობოდა, უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა, რომელთაგან ყველაზე პესიმისტურიც კი (ზემოთა სურათზე Low variant) იმაზე უკეთეს ვითარებას გვპირდებოდა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ სფეროშია შექმნილი.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.

გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა წელსვე 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირდა. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.

სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასრტოფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება - არამედ სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას - რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია.

ქალაქის მოსახლეობარედაქტირება

  მთავარი სტატია : ქალაქები საქართველოში.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობდა ქალაქებში. 1800-1832 წლებში ეს მაჩვენებელი კვლავ 5%-ის ფარგლებში რჩებოდა. 1865 წელს ურბანული მოსახლეობის წილმა 9,2%-ს მიაღწია. 1913 წელს ქალაქებში მოსახლეობის 25,6% ცხოვრობდა, 1939 წელს — 30,1%. ამჟამად მოსახლეობის 55,3 % ქალაქებში ცხოვრობს.

ეთნიკური ჯგუფებირედაქტირება

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1979-2002 წლებში

 

 

 

 

ლიტერატურარედაქტირება

  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 70-75 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. აღწერის წინასწარი შედეგები
  2. ინგოროყვა პ. „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ გვ. 16-17 – თბილისი, 1990